„პირველად, MI6-ს კულტურული აფეთქებების არქიტექტორი უხელმძღვანელებს - Q განყოფილება ებრძვის რეალობის აღწერის ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც არ ექვემდებარება ანგლოსაქსურ მოდელს“

„პირველად, MI6-ს კულტურული აფეთქებების არქიტექტორი უხელმძღვანელებს - Q განყოფილება ებრძვის რეალობის აღწერის ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც არ ექვემდებარება ანგლოსაქსურ მოდელს“

„ფაინეშელ თაიმსის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. ის პირველი ქალია, ვინც სააგენტოს არსებობის 100-ზე მეტი წლის ისტორიაში, ამ თანამდებობაზე დანიშნეს. გამოცემის ინფორმაციითვე, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი ქართული წარმოშობისაა, კარგად ფლობს არაბულ ენას და დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის მანძილზე, მუშაობდა, როგორც MI6-ში, ასევე MI5-ში და ხელმძღვანელობდა „დეპარტამენტ Q“-ს, რომელიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საფრთხეებს აკონტროლებს.

„ფაინეშელ თაიმსის“ ცნობით, ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში, მას შემდეგ დაიკავებს, რაც სააგენტოს მოქმედ ხელმძღვანელს, რიჩარდ მერის ხუთწლიანი ვადა ამოეწურება. პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიული უწოდა იმ ფონზე, როდესაც „დაზვერვის სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“.

პარალელურად, „გარდიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბლეიზ მეტრეველის ბებია მამის მხრიდან - ბელა სარუხანოვა ყოფილა, ვარშავის სომხური თეატრის დირექტორის მოადგილე; ბაბუა - ბერლიოზ (ბესო) მეტრეველი, სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკი; დედის მხრიდან ბებია - ევა კრუპნიკი, ცნობილი პოლონელი პოეტი; ბაბუა - სოლომონ როზენბერგი, ცნობილი სიონისტი.

ვინ არის ბლეიზ მეტრეველი?

მიმდინარე კვირის აქტუალური თემა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ბლეიზ მეტრეველის დანიშვნაა. საერთაშორისო გამოცემებში გავრცელდა კიდეც სტატები სათაურებით: „ჯეიმს ბონდი კახურ ღვინოზე გადავიდა“, „ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურს (MI6) ახლა უკვე თავისი თამადა ჰყავს“.

საერთაშორისო გამოცემებზე დაყრდნობით ვარკვევთ, რომ ბლეიზ ფლორენს მეტრეველი დაიბადა 1977 წლის 6 თებერვალს, აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ბრიტანელი დედისა და ქართული წარმოშობის მამის ოჯახში. დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი ლონდონში დაბრუნდა და ბრენტის რაიონში დასახლდა, ​​სადაც ბლეიზმა ბავშვობა გაატარა. ბლეიზის მამა, კონსტანტინე მეტრეველი, რადიოლოგი იყო, რომელიც 1986 წლიდან 2001 წლამდე, ხელმძღვანელობდა ჰონგ-კონგის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ვიზუალიზაციისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტს.

ვესტმინსტერის სკოლაში, ბლეიზ მეტრეველმა წარმატებას მიაღწია, როგორც აკადემიურ საგნებში, ასევე სპორტში - ის მისდევდა ნიჩბოსნობას და კემბრიჯის უნივერსიტეტში, პემბროკის კოლეჯის ნავების ეკიპაჟში საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. იქ მან სოციალური ანთროპოლოგია შეისწავლა და 1997 წელს, თავის გუნდს, ქალთა ნავების ცნობილ რბოლაში, გამარჯვებაშიც დაეხმარა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1999 წელს, ბლეიზ მეტრეველი შეუერთდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს (MI6). მან უმცროსი დაზვერვის ოფიცრად დაიწყო მუშაობა, მაგრამ სწრაფად გამოავლინა ტექნიკური და კულტურული გაგების შერწყმის უნარი. პირველი ათწლეულის განმავლობაში, ის მსახურობდა ოპერატიულ თანამდებობებზე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, აგროვებდა ცოდნას დაზვერვაში და ამყარებდა პარტნიორობას ადგილობრივ სააგენტოებთან. 2000-იანი წლების ბოლოსთვის, დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა გაერთიანებული სამეფოს შიდა კონტრდაზვერვის სამსახურში (MI5), სადაც ხელმძღვანელობდა ტერორისტულ ოპერაციებზე ორიენტირებულ გუნდებს.

ბლეიზ მეტრეველის ანთროპოლოგიურმა გამოცდილებამ უპირატესობა მოაპოვებინა სოციალური ქსელებისა და იდეოლოგიური მოტივაციების გაშიფვრაში, ხოლო მამის მეშვეობით, მოწინავე სამედიცინო ვიზუალიზაციისა და ტექნოლოგიებთან ადრეულმა შეხებამ, ინოვაციებზე ფოკუსირება შთააგონა.

2010-იან წლებში, როდესაც ციფრული საფრთხეები უფრო დაიხვეწა, ბლეიზს დაევალა ტექნოლოგიური სტრატეგიის ჩამოყალიბება. მან შექმნა კიბერდაზვერვის შეგროვების ჩარჩოები და ხელმძღვანელობდა მონაცემთა ანალიზის ერთეულების ბაზას, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხეების თვალ-ყურის დევნება გლობალურ ქსელებში. მკაცრი სტანდარტებისა და ეთიკური ზედამხედველობის რეპუტაციამ მას არაერთი დაწინაურება მოუტანა, რაც 2025 წლის შუა პერიოდისთვის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორად დანიშვნით დასრულდა - MI6-ში ეს ცნობილია, როგორც „დეპარტამენტი Q“. ამ თანამდებობაზე, ბლეიზ მეტრეველი ზედამხედველობდა გაჯეტების შემუშავებას, კიბერშესაძლებლობებსა და უსაფრთხო კომუნიკაციებს, რაც უზრუნველყოფს, რომ საველე ოფიცრები ოპერაციებისთვის უახლეს ინსტრუმენტებს მიიღებენ.

მომთხოვნი კარიერის გარდა, ბლეიზ მეტრეველი ინარჩუნებს დაბალანსებულ პირად პირად ცხოვრებას. ცნობილია, რომ ის მდინარე თემზაზე ნიჩბოსნობით ტკბება, რაც უნივერსიტეტის წლებში შეუყვარდა. ნიჩბოსნობის დისციპლინა და რიტმი ასახავს მის მიდგომას სამუშაოსადმი - სტაბილური, ფოკუსირებული და გუნდზე ორიენტირებული. მეგობრები და კოლეგები ბლეიზს აღწერენ, როგორც მშვიდ, თანამგრძნობ და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე ადამიანს.

ინგლისურის გარდა, ბლეიზ მეტრეველი თავისუფლად საუბრობს არაბულ ენაზე, ფლობს ძირითად ქართულ ფრაზებსა და სასაუბრო ფრანგულს. ის არის მესამე თაობის წარმომადგენელი ქართველი მიგრანტის ოჯახიდან.

ბლეიზ მეტრეველი, როგორც მასშტაბური ცვლილებების მარკერი?

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოშიც, ამ მხრივ, განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობს, რაც რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. თუმცა, საინტერესოა, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ფაქტი, რამდენად მნიშვნელოვანია და საერთოდ, შეიცვლება რამე ქვეყნის სასიკეთოდ, თუ არა. უსაფრთხოების ექსპერტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი - დავით ქართველიშვილი, რომელიც კონსერვატიული ფორმატის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, რეზიდენტი ავტორი გახლავთ, ამ პორტალზე გამოქვეყნებულ მის პოზიციას გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თუ ჩვენში ჩაიარა უკვე „ვიწრო-კუთხურმა“ ეიფორიამ: „რაჭველი ქალი დაინიშნა ყველაზე საიდუმლო თანამდებობაზე!“, ცოტა დავწყნარდეთ: დიდი ალბათობით, ბიოლოგიურად ის არაა ქართველი, უბრალოდ, მის მამას ქართული გვარი მამინაცვლისგან (ბლეიზის ბაბუისგან) ერგო. ამას სჯობს, განვიხილოთ მის დანიშვნასთან დაკავშირებული ზოგადი საფრთხეები და პროფესიულ დონეზე თუ არ მოვემზადებით მომავალი შეტევების მოსაგერიებლად, ლოცვები მაინც გავაძლიეროთ. მაშ ასე, 116 წლის შემდეგ, პირველად ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა. ლიბერალური დღის წესრიგი დაკმაყოფილებულია, სათაურებიც აჭრელებულია, პუბლიკა ტაშს უკრავს. მაგრამ რაც მოხდა, ამის ძირითადი არსი არა გენდერულ ინკლუზიურობაში, არამედ თვით მმართველობის გენეტიკაში მდგომარეობს. ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას.

დღეს წარმატებულ აგენტებს სულ უფრო ხშირად არა ადამიანები წარმოადგენენ, არამედ ე.წ. „პრედიქტიული“ მოდელები, რომლებიც გამოიყენებენ ისტორიულ მონაცემებს ქცევისა და შედეგების სამომავლო პროგნოზირებისთვის. საქართველოს მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, რა ფატალურ შეცდომებს უშვებენ „ადამიანი-აგენტები“, რომლებიც ჩვენს დასამარცხებლად საქართველოს შესწავლის ისტორიულ ასპექტებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ჩვენნაირი „კერკეტი კაკლებისთვის“ ძალაუფლების განხორციელება, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმარების ველიდან - ისტორიული და მენტალური მონაცემების მოდულაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში გადადის.

მეტრეველი - არა პრეცედენტია, არამედ მასშტაბური ცვლილების მარკერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ის, წლების განმავლობაში, სწორედ Q განყოფილებას ხელმძღვანელობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს განყოფილება ჯეიმს ბონდის შესახებ სერიალთან ასოცირდება, სინამდვილეში, Q - არა ფანტაზია, არამედ MI6-ის ლოგიკაში, სახელმწიფოს ტექნიკური ძალის გულის ფუნქციის მატარებელია. სწორედ აქ იბადება ინსტრუმენტები, რომლებიც განაპირობებენ ინფორმაციის უფრო სწრაფად მართვას, ვიდრე ვინმე მოასწრებს მისი დამახინჯების დაფიქსირებას.

მეტრეველის ხელმძღვანელობით, Q აღარ არის უბრალოდ საინჟინრო ლაბორატორია. ის აზრობრივი და ინტელექტუალური ომების არქიტექტურად იქცა. აქ მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მოდულები, რომლებიც წინმსწრებად პროგნოზირებენ არასტაბილურობის აფეთქებებს მთელი პლანეტის მასშტაბით. აქ იქმნება ნეიროქსელების ისეთი სკრიპტები, რომლებიც ქცევითი შაბლონების ამოცნობას სწავლობენ. აქ ავტომატიზებულია „სოციალური პანიკის“ მართვა ციფრულ კლასტერებში, რომლებიც აღიქმებიან, როგორც ლოკალურები, სინამდვილეში კი ცენტრალიზებულად იმართებიან.

კინემატოგრაფიულ მეხსიერებასთან შედარებით, Q განყოფილება აღარ აწარმოებს ტექნიკურ მოწყობილობებს - ის კონსტრუირებს ალგორითმების მითოლოგემებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრეველი განათლებით არა ინჟინერი, არამედ სოციალური ანთროპოლოგია - პირიქით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია. სწორედ ეს არის გარღვევის წერტილი ძველ დაზვერვასა და მის ახალ ფორმას შორის. ანთროპოლოგია - ეს არის რიტუალების, ძალაუფლების ენებისა და აზრობრივი სტრუქტურების მეცნიერება. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მოწინააღმდეგის მხრიდან ქართული ბუნების (ძლიერი და მოწყვლადი წერტილებით) შესასწავლად აუცილებელი გასაღები. თანამედროვე სამყაროში, სწორედ ანთროპოლოგია ხდება კიბერ-ჯაშუშობის ცენტრალური ინსტრუმენტი, რადგან სწორედ ის ხსნის, როგორ მოძრაობენ მასები ციფრულ მედიაში, როგორ ვრცელდება „მემები“, როგორ მოდელირდება ფეიკებისა და ჭორების მიგრაცია - და რატომ არის ეს პროცესები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი „ბანალური“ საველე ანგარიში.

კი, ბატონო, მეტრეველის გამზრდელი ბაბუის ფესვები საქართველოშია - და ესეც არ არის „შემთხვევითი დამთხვევა“. სწორედ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი, დიდი ხანია, იქცა ჰიბრიდული ომების სცენარების, ციფრული გადატრიალებებისა და პროქსი-ჩარევების საცდელ პოლიგონად. სწორედ აქ მიმდინარეობდა იმ კონსტრუქციების გამოცდა, სადაც სამხედრო ჩარევა ციფრულ არქიტექტურას უთმობს ადგილს. პირველად MI6-ს არა ოპერატიული ფიგურა, არამედ კულტურული აფეთქებების არქიტექტორი უხელმძღვანელებს.

Q განყოფილება ახლა - ეს არის ისტორიული სიმულაციების ლაბორატორია. ისინი მხოლოდ მოვლენებს არ აანალიზებენ - ისინი წინასწარ განჭვრეტენ, თავიდან გაუშვებენ მათ გადატვირთულ ტრაექტორიებს, ჩაერევიან თვით დროის სტრუქტურაში. რეალობაში ეს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მღელვარებების პროგნოზისთვის, ემოციური ტრიგერების ავტომატურ შექმნას საინფორმაციო შეტევებისთვის, და რაც მთავარია - პრევენციულ მუშაობას. ზე-ემოციურ ქართულ საზოგადოებაში უკვე დღეს ჩანს ამ მართვადი მღელვარებების კვალი, რაც ასევე არაა „შემთხვევითი დამთხვევა“. საქმე აღარ არის უბრალოდ „ომის შეჩერებაში“, არამედ მის მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში გადატანასა და მისი შედეგების სათავისოდ წინასწარ მართვაშია.

ნამდვილი ბრძოლის ველი დღეს - ეს არის ბრძოლა იმ ალგორითმებზე, რომლითაც სხვები დაინახავენ სამყაროს. წმინდა ფორმალურად, Q განყოფილება რუს და ჩინელ ჰაკერებს ებრძვის. სინამდვილეში კი, ის ებრძვის რეალობის აღწერის ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც არ ექვემდებარება ანგლოსაქსურ მოდელს. ამიტომ, ამ ბრძოლაში დღევანდელი საქართველო მოწინააღმდეგის სახით, მოწინავე პოზიციებზეა. დღეს ეს ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ციფრული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც პლატფორმების უნივერსალიზმს უქმნის საფრთხეს.

მეტრეველი - ეს უბრალოდ „ქალი მოვიდა სათავეში“ კი არაა, არამედ იმის სიმბოლოა, რომ დაზვერვა წყვეტს მოძველებული და დრომოჭმული კლასიკური შპიონაჟის ინსტიტუტს, თუნდაც ჩვენი „აკაცუკების“ სახით. დაზვერვა ყალიბდება პლატფორმად, რომელიც შეძლებს აზრების, მონაცემებისა და ემოციების ერთიან ზემოქმედებად პროეცირებას. მსოფლიომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დაემსგავსა დღეს MI6 - Google-ს, ოღონდ, სახელმწიფო გადატრიალებებზე ლიცენზიით…

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ეს ძუნკალი დედაკაცი იმასთვის, რომ დაამტკიცოს ქალი შეიძლება იყოს დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე საუკეთესო, ყველაფერს გადაჭარბებით მოიმოქმედებს, დაგეგმავს და განახორციელებს ოპერაციებს სხვა ქვეყნების პოლიტიკური სიტემების ჩამოსაშლელად, ხელისუფლებების დასამხობად, ბრიტანეთი განახორციელებს უპრეცედენტო ტერორისტულ მოქმედებებს და დააბრალებს რუსებს! არ უქნიათ თუ რა?! ოღონ ეს ქალი გაათკეცებული ენერგიით მიაწვება თავის ფემინისტურ ამბიციას! სწორედ დიდ ბრიტანეთზე აქვს ნათქვამი ქართველ ხალხს ანდაზა - კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს!
3 საათის უკან
ლაზი ლამის მესამე მსოფლიო ომი დაგვადგეს თავზე და ამ ხალხს, ქართული გვარის მქონე, გაურკვეველი წარმოშობის პიროვნების, უცხო ქვეყნის რომელიღაც სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშვნის ეიფორიისაგან ვერ დაუღწევია თავი.
მართლა ქართული წარმოშობისაც რომ იყოს, ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა? მაგას კი არა, გუშინდელი გაემიგრანტებულები არაფერს ასწავლიან ქართულს, თავიანთ შვილებს. თანაც ტრაბახობენ - ჩვენ ყველანი ინგლისურად ვსაუბროთო.
აქ ეპაზორებათ ქართული საუბარი და უცხოეთში იქართველებენ?
ვინც ქართულად არ საუბრობს, მისგან ქართველობაზე ლაპარაკი მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი.
იმ ქალბატონმა კი, თავისი გვარის ქართული წარმომავლობის შესახებ, ალბათ აქ ატეხილი აჟიოტაჟით თუ გაიგო. შეიძლება არც გაუგია საერთოდ.
3 საათის უკან
ლევკოთეა აღარ მახსოვს, სადაური გამოთქმაა - თუ ორი საუკეთესო მეგობარმა ერთ დღეს ჩხუბი დაიწყო, დაინტერესდით, რომელიმეს სახლში ინგლისელმა სტუმარმა ხომ არ გაათია წინა ღამე.
1 საათის უკან