სამზარეულოს ტექნიკა სწრაფი ტემპით ვითარდება — იხვეწება ვიზუალური მხარე, ემატება მრავალფეროვანი, ჭკვიანი ფუნქციები და თან უფრო ერგონომიული ხდება. მაგალითად, მიკროტალღური ღუმელი, რომელიც თავდაპირველად მარტივი დიზაინის მოწყობილობა იყო და მხოლოდ კერძების გაცხელების ფუნქცია ჰქონდა, დღეს ბაზარზე სრულიად განახლებული ფუნქციონალითაა წარმოდგენილი.
ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა გერმანული ბრენდის, Kuppersberg-ის სამზარეულოს ტექნიკაში. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, კომპანია ქმნის მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს, მათ შორის, მიკროტალღურ ღუმელებს.
მიკროტალღური ღუმლის ხსენებისას, პირველ რიგში, ალბათ, მასში მოთავსებული მბრუნავი თეფში გახსენდებათ. Kuppersberg-მა ამ დამკვიდრებულ სტანდარტს გვერდი აუარა და შექმნა მოდელები ბრუნვადი სადგამის გარეშე.
ტრადიციულ მოდელებში საკვები მბრუნავ სადგამზე თავსდება, რადგან დასხივება მხოლოდ ერთი მხრიდან მოდის და ბრუნვის გარეშე კერძი თანაბრად ვერ თბება. Kuppersberg-ის ღუმელებში დასხივება მოწყობილობის ძირიდან ვრცელდება და სითბო სივრცეში თანაბრად ნაწილდება. ამგვარად, ბრუნვადი სადგამის საჭიროებაც აღარ არსებობს.
ამ მიკროტალღური ღუმელების კიდევ ერთი უპირატესობა უჟანგავი ლითონის შიდა კამერაა. ეს მასალა არა მხოლოდ ესთეტიკური მიმზიდველობის, არამედ პრაქტიკული უპირატესობების გამოც შეირჩა — კოროზიისა და ცვეთის მიმართ მდგრადია. მისი გლუვი ზედაპირი არ იკრავს საკვებისა და ცხიმის ნარჩენებს. გარდა ამისა, უჟანგავი ლითონის ზედაპირი არ ინარჩუნებს უსიამოვნო სუნს.
ზოგიერთი მოდელი ზედა გრილითაა აღჭურვილი. ამ დამატებითი ფუნქციის დახმარებით თქვენი საყვარელი ლაზანია, პიცა, სენდვიჩები და ტოსტები უფრო ხრაშუნა და მობრაწული გახდება.
მიკროტალღური ღუმლის კარი სენსორული ღილაკით იხსნება, რომელიც სრულად დამალული და შეუმჩნეველია. ამ დიზაინის გამო მოდელები მაქსიმალურად მოსახერხებელი და პრაქტიკულია.
მექანიკურ ღილაკებთან შედარებით, სენსორული ღილაკი გაცილებით გამძლეა, რადგან მისი დამალული სენსორი დაცულია დაზიანებისგან.
შიდა კამერის პრაქტიკულობისა და მრავალფეროვანი ფუნქციების გარდა, Kuppersberg-ის მიკროტალღური ღუმელები გამორჩეულია დიზაინითაც. მოდელების უნივერსალური ვიზუალი, განსაკუთრებით კი პოპულარული შავი და მუქი ნაცრისფერი შეფერილობით, იდეალურად ეხამება ნებისმიერი სტილის, მათ შორის, თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერს. დიზაინის მთავარი მახასიათებელი მინიმალიზმი და სისადავეა, რაც ზედმეტი დეტალების არარსებობით მიიღწევა.
Kuppersberg-მა სრულად შეცვალა წარმოდგენა მიკროტალღურ ღუმელზე. მბრუნავი თეფშის გარეშე გაცხელების ტექნოლოგია, პრემიუმ მასალები და მინიმალისტური დიზაინი ამ ტექნიკას სამზარეულოს ფუნქციურ ნაწილად აქცევს.
მოდელების სანახავად და სასურველი მიკროტალღური ღუმლის შესარჩევად ესტუმრეთ ფილიალებს ან ეწვიეთ ვებგვერდს.