დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ, შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს კითხვები.
როგორც წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ - "მე ჩემი ბიზნესი "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და "თიბისი" ბანკის ხელით".
"მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ. მრავალი კითხვაა მათთან, დაწყებული ერთ-ერთი პირველი საქმიდან რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და ბატონი, ჯემალ ლეონიძე იყო მოსული. ბიზნესმენი, რომელიც რეალურად კეზერაშვილმა ხაზარაძის, ჯაფარიძის და "თიბისი" ბანკის ხელით ქონება წაართვა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ყაჩაღობას, ის მოხვდა საპატიმროში და რეალურად გააუბედურეს. ეს იყო პირველი საქმე. შემდეგ იყო არაერთი საქმე, იგივე ლისის ტბის საქმე, სადაც ბატონ ახვლედიანს მოვუსმინეთ. სხვა საქმეშიც იკვეთებოდა, მოქალაქეები მოდიოდნენ და ეს პროცედურა იყო საჯარო და ამბობდნენ, რომ - მე ჩემი ბიზნესი "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და "თიბისი" ბანკის ხელით. შესაბამისად, არსებობს კითხვები რა ხდებოდა? როგორ ხდებოდა? რა სქემა იყო და იყო თუ არა ეს დანაშაულებრივი სქემა? ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ ოდნავ ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რომ დაბარება არის გაუგებარი და კითხვები რა არის ვერავინ ვერ ხვდება. მათ აირჩიეს პირველად აბსოლუტურად ზერელე და მათი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა თუ პოზიცია, რომ - არ მოვალ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბიჭების ერთი კატეგორია კლასში ბოლო მერხზე რომ ისხდნენ და ამბობდნენ, რომ დაფასთან არ გამოვიდოდნენ, მაშინ რატყომ დადიხარ სკოლაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკური პროცესი რომ ბჟუტავს, ეს იმის გამოა, რომ: 1. ოპოზიციაში ნიჭის ნაკლებობაა 2.გახარია სძულს ოპოსაც და ქოცებსაც და ის ძალას ვერ იკრებს (ჯერჯერობით)
ყოველივეს გათვალისწინებით, სანამ ნაცები ოფიციალურად არ წავლენ პოლიტიკიდან, ხალხი ქოცების ბევრ მოუწონარზე დახუჭავენ თვალს (ჯერჯერობით)
მაგრამ ... უსასრულო არაფერია და წულუკიანის, მაჭარაშვილის და სხვათა სულელურ ლაპარაკს, კობახიძის ბოღმას სანამ აიტანს ხალხი, კაცმა არ იცის!
თუ ჟონავდა, რატომ არჩევნების დღესვე არ ატეხეს ამბავი? რატომ მომხრეებს არ მოუწოდეს არარ მისულიყვნენ უბნებზე?
არჩევნების საღამოს რა ეტაშფანდურებოდათ, თუ გაყალბდა?
ან კომისიაზე არმისვლა რა @ლეობა იყო? მისულიყვნენ დედააზრით, რომ "არჩევნები გაყალბდა, არ იყო ლეგიტიმავია, მაგრამ პოლიტიკური მომავლის გამო ექვემდებარებოდნენ უსამართლო ძალას... ყველა წინადადების მერე ეთქვთ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია ...
მაგრამ მათი უბედურება ისაა, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ; რა უნდა ეთქვათ ოქრუაშვილის, ბ ჯაფარიძეს, ხაზარაძეს,ვაშაძეს ... მათი დანაშაული ხომ აშკარაა
კანონთან დაპირისპირება, პოლიციას და სხვ. ე.წ უწოდო, პოლიციელზე თავდასხმას გმირობა უძახო ... ეს ხომ ხალხთან გაშორებს? თუ ხალხი მხოლოდ თქვენი ბაბლია, ის ეგერ გყავთ და იკუნტრუშეთ!