ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

გადაღლილობის, დაჭიმულობისა და სიმძიმეების აწევის გამო ხერხემლის ტკივილი ადამიანს ერთხელ მაინც განუცდია. გარდა ამისა, ეს პრობლემა მოულოდნელი ტრავმის ან რომელიმე დაავადების შემთხვევაშიც ჩნდება. ზოგადად,  ხერხემლის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, იქნება ეს უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ რომელიმე პათოლოგია. 

რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს?

ხერხემლის პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მედიკოსები მიიჩნევენ დიდხანს უმოძრაოდ ჯდომას, რაც უმეტეს შემთხვევაში, ხერხემლის პრობლემების წინაპირობა ხდება. გარდა ამ მიზეზისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც ხერხემლის ტკივილის იწვევს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

●    მალთაშუა დისკის თიაქარი;

●    ოსტეოქონდროზი;

●    სქოლიოზი და სხვ.

ორთოპედიული ქამრების როლი ხერხემლის პრობლემების დროს

ამ დროს პაციენტები ისეთ ორთოპედიულ პროდუქტებს იყენებენ, როგორიცაა: ხერხემლის საფიქსაციო საშუალებები. ამ ორთოპედიული საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს საკმაოდ ეფექტურია. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

• ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.

• წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ნებისმიერი აღნაგობის მქონე ადამიანს.

• ჰიპერექსტენზიის კორსეტი - კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. 

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების ზურგის ქამრები. ისინი ხერხემლის სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციას უზრუნველყოფს.