21 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სოციალისტების ლიდერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა თავი ახალ არსენა ოძელაშვილად წარმოადგინა („მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“).
ბატონი ვახტანგის თქმით, თუ ქალაქის ხელმძღვანელად დანიშნავენ, საქართველოს ახალი ლუჟკოვი მოევლინება.
ვახტანგ რჩეულიშვილმა პირობა დადო რომ რეფორმებს, მთავრობის დღევანდელი კურსის საპირისპიროდ, ღარიბების სასარგებლოდ გაატარებს.
„ჩემი არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას სიცოცხლის უფლებას მივცემ, სიკვდილის უფლებას კი წავართმევ“, - განაცხადა მან.