„მიშა ხალხის მწყემსად გადაიქცა“

„მიშა ხალხის მწყემსად გადაიქცა“

„ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული პიარკამპანია არავის უკვირს, თუმცა პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი ყოველდღიურად საკუთარ რეკორდს ხსნის. მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ ჭეშმარიტება, ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის მტერი, რუსეთის აგენტი და საკუთარი ქვეყნის უფსკრულში გადამჩეხია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გარდა ვინ ირწმუნებს სააკაშვილის ამ შეფასებებს, არის თუ არა მისი ადრესატი დასავლეთი, რომელიც ბოლო დროს მკაცრი განცხადებებით გამოვიდა ხელისუფლებების ქმედებების მიმართ. გაუწევს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით კონცენტრირებული ხელისუფლება ანგარიშს დასავლეთის აზრს, შეაჩერებს თუ არა ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლას ოპოზიციის მიმართ, ამ თემებზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, სრულიად მოულოდნელად კოალიცია ქართულ ოცნებაშიშემავალი პარტიების ანგარიშებზე აღსრულების პროცესი შეჩერდა, საქართველოს მთავრობის განცხადებით კი კოალიციაქართულ ოცნებაშიშემავალი პარტიების  საბანკო ანგარიშები არ არის გაყინული და ფულის მოძრაობა ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენება არ ფერხდება. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას თავისმართლების პოზიციაი ჩადგომა. მას სხვა დროსაც დაუყადაღებია ანაგრიშები, სხვა დროსაც დაუჯარიმებიასქართული ოცნება“, თუმცა თავის მართლებაც არ უცდია...

- ვფიქრობ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება და ზუსტად ამ განცხადებას მოჰყვა ძლიან მცირე დროში რეაგირება. ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ უცებ გადადო აღსრულების პროცესი, ამავდროულად ვხედავთ, რომ ცივილურობასთან ახლოს მოიყვანა „ქართული ოცნების“ ოფისთან არსებული მდგომარეობა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის უცხოელების შეფასება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი საქართველოს მოსახლეობის.

სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ შედარებით ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა და შეეჩერებინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების აშკარა ფაქტები. ამის მიუხედავად, ხელისაუფლება ურყევად გვიმტკიცებდა, რომ მოქმედებდა მხოლოდ კანონის ფარგლებში.

როგორც ჩანს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის დასკვნამ გამოაფხიზლა ისინი და მიხვდნენ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ასეთი ტიპის ფაქტებს ძალიან სერიოზული კრიტიკა მოჰყვება საბოლოოდ, არჩევნების შეფასების დასკვნაში.

სხვა დროსაც ყოფილა მკაცრი დასკვნები დასავლეთის მხრიდან, მაგრამ როგორც წესი, ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსდევდა საპირისპირო რეაქციები და ის ბევრად უფრო აგრესიული ხდებოდა ოპოზიციის მიმართ...
- ამ არჩევნებზე ხელისუფლებას სჭირდება სერიოზული ლეგიტიმაცია. ერთია, რომ ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს და ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს, თითოეული სამინისტრო, თითოეული დეპარტამენტი მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის - ეს არის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი უმრავლესობით გამარჯვება.

ამას არც მალავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ არც აპირებს ხელისუფლების გადაცემას, რომ „მეტი საქმე არ აქვს მისი აწყობილი ქვეყანა სხვას გადასცეს“, რომ მოგებაში დარწმუნებულია, მაგარამ მას უნდა „ძალიან მაგარი მოგება“, ეს ნიშნავს ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ფაქტია, რომ ყველა სახელმწოფო უწყება ემსახურება სწორედ ამ მიზანს,  მაგრამ მეორეა, რომ არის არჩევნები. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ ამ არჩევნებს, როგორც ჩანს,  ექნება გაგრძელება უკვე საპროტესტო აქციის სახით. საქართველოს მოსახლეობის პროტესტს თუ დაემატება ეუთოს ან სხვა რომელიმე სერიოზული ორგანიზაციის დასკვნებში ნეგატიური შეფასება, ხელისუფლება უკვე ძალიან ბევრ რამეს კარგავს. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, საერთაშორისო არენაზე თავი წარმოაჩინოს, როგორც თავისუფალი არჩევნების გარანტი.

ისიც ფაქტია, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა მის მოქმედებებზე, თუმცა ძალიან ცდილობს, არჩევნების შეფასების დროს, რაც შეიძლება ნაკლები მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდეს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში. ამითი იყო გამოწვეული სულ რამდენიმე საათში ხელისუფლების რეაქცია.

მართალია, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ თურმე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება ეს არის ლობისტების აქტიური მუშაობის შედეგი, თუმცა ვფიქრობ, რომ  ეს განცხადებაც კი მიუთითებს, რომ ძალიან დაბნეულები და გაღიზიანებულები არიან - არ მოელოდნენ ასეთ დასკვნას.

ზოგადად ასეთი განცხადებები, სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მერწმუნეთ, ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს.

თუ ჰგონიათ, რომ რურუას განცხადება, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულელურ დასკვნებს აკეთებს და დროა წავიდეს პოსტიდან, თაქთაქიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ლობისტების საქმიანობის შედეგად დაიდო ასეთი დასკვნები, ეს ყველაფერი იქნება მიტანილი ისევ და ისევ ეუთოს ხელმძღვანელობამდე და არ მგონია, რომ დაეთანხმონ ასეთ შეფასებებს საკუთარი თავის მიმართ. ამით უფრო აღიზიანებენ და ბოლოს და ბოლოს, მიახვედრებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ ყოფილა აქაურობა მაინც და მაინც დემოკრატიის შუქურა.

სხვათა შორის, ლობისტური კომპანიების მომსახურება სწორედნაციონალურ მოძრაობასარ უნდა უკვირდეს...

- წლების განმავლობაში, როდესაც მხოლოდ ხელისუფლება იყენებდა ლობისტურ კომპანიებს, თანაც საბიუჯეტო თანხებით, ძალიან გაღიზიანდნენ, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვისაც აქვს საშუალება და საიმისო ფინანსები, რომ ასევე დაიქირავოს ლობისტური კომპანია.

სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა იმ დონეზეა ათქვეფილი, რომ შეუძლებელია, ლობისტური კომპანიების გარეშე რაიმე შეხვედრის მოწყობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან ან რაიმე სხვა წარმატების მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება ამას ყოველთვის იყენებდა და წლების განმავლობაში ასეთმა კომპანიებმა დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგი იმიჯიც შეუქმნეს დასავლეთში.

ახლა ხელისუფლებას მეორე მხარის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავება აღიზიანებს, მაგრამ თავის მხრივ, საინტერესოა, რატომ ფიქრობს ჩიორა თაქთაქიშვილი და საიდან ასეთი დასკვნები, რომ ერთ ლობისტურ კომპანიას შეუძლია ასეთი გავლენა მოახდინოს ეუთოზე? ცოტა უცნაურია, ხომ არ აკეთებს ის დასკვნებს საკუთარი გამოცდილებიდან, რომ  შესაძლებელია, ლობისტური კომპანიების მეშვეობით კარგად დახასიათდეს მთავრობა?

ვიყავით კიდეც შეჩვეული წლების განმავლობაში, რომ ყველაფრის მიუხედავად დასავლეთი მთლიანობაში საქართველოს ხელისუფლებას მაინც დადებითად აფასებდა...

- სწორედ ამას ვამბობ, ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობენ, რომ დღეს, როდესაც კრიტიკული განცხადება მიიღეს, ამას ლობისტურ კომპანიას უკავშირებენ, რადგან, ალბათ, იციან, რომ ის წარმატებული განცხადებები სწორედ ლობისტების დამსახურებით ჰქონდათ მიღებული.

თუმცა, ამის გარდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო საქართველოს ხელისუფლების რეაქციები საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, როდესაც ისინი კრიტიკულები იყვნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის და მისი მუდმივი წარმომადგენლის, პლამენ ნიკოლოვის მიმართ, როდესაც ერთს ფულის ტომარას და კორუმპირებულს ეძახდნენ, ხოლო მეორეს პერსონა ნონგრატად აცხადებდნენ. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ  მათ არ დაუჭირეს მხარი სპეცოპერაციის ჩატარებას, რომლითაც ასლან აბაშიძესთან დაკავშირებით უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მაშინ იყო სხვა დრო და სხვა რეალობა, რევოლუციური ეიფორია, ნდობის მაღალი ხარისხი ქვეყნის შიგნით და გარეთ, აშშ-შიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს ხელისუფლება და  რაც მაშინ ეპატია, არ მგონია, დღესაც ეპატიოს. ამიტომ, ალბათ ზომიერება სჯობს განცხადებებში.

სხვათა შორის, მედიასთან საუბრისას ედურდ შევარდნაძეც კი აღნიშნავს, რომ ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ საქართველოში არც ერთი არჩევნების დროს არ ყოფილა...

- შევარდნაძის დროს ოპოზიციის მიმართ შეიძლება იყო რაღაც პრობლემები, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ლამის მინი ომამდე მიდიოდა საქმე მაჟორიტარულ ოლქებში, რადგან მაშინ კლანები იყო და ორივე მხარე ერთმანეთს უპირისპირდებოდა. მაგრამ მთელი სახელმწიფო მანქანა, აბსოლუტურად ყველა, კანონიერი და უკანონო ბერკეტით ცდილობდეს, ერთი პარტია პოლიტიკურ სივრცეს ჩამოაშოროს, ეს უკვე ძალიან დაუნდობელი ბრძოლაა.

მესმის, რომ პოსტსაბჭოტა სივრცეში, ჩვენი ტიპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალი დოზით გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. ისიც მესმის, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ასეთი დოზით საკუთარი რესურსების გამოყენება, როდესაც ფაქტობრივად, დაუმალავად, ყველა დონეზე იყენებს საკუთარ რესურსებს, უკვე მეტისმეტია - დახურული სისტემაა, სადაც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ცდილობს, მოიპოვოს აბსოლუტური უმრავლესობა და მეორე მხრივ, ძალიან სერიოზულად ჩამოაშოროს შედეგებს ოპონენტი, ასეთი რამ არ მახსოვს.

თუმცა მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად,  რომ საქართველო ყველა არჩევნებზე მიდის წინ...

- სხვა რა უნდა თქვას მიხეილ სააკაშვილმა, მან რომ ზომიერი ლაპარაკი დაიწყოს, რომ არ თქვას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოვიდნენ პარლამენტში, მას საკუთარი გუნდი დაეშლება.

ის იძულებულია, გამოიყენოს პიარტექნოლოგიის ის ელემენტები, რომელიც იმოქმედებს მის მხარდამჭერებზე, რომ არსად არ ღირს გახედვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ძლიერია და კარგა ხანს დარჩება ხელისუფლებაში, ასე, რომ სადმე სათადარიგო ადგილებს ნუ ეძებთ. ამისთვის არის ეს რიტორიკა სწორედ, რომ საკუთარი გუნდი არ დაეშალოს.

ხშირად სააკაშვილის განცხადებებში აშკარა კონტექსტიც იკითხება ხოლმე, როდესაც ის ამბობს, რომ  გზა, რომელზეც მივდივართ ვიწროა და მარჯვნივაც უფსკრულია და მარცხნივაც, საინტერესოა, რას გულისხმობს, თუ ერთ მხარეს რუსეთი შეიძლება მოიაზრებოდეს, მაშინ საინტერესოა, რომელი მიმართულება იგულისხმება უფსკრულის მეორე მხარეში...

- ამაში გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ მისი გზა არის სწორი. არსად გახედვა არ ღირს, მარჯვნივ და მარცხნივ რომ თქვა, გგონიათ სერიოზული აზრი ჩადო ამაში? მხოლოდ ის თქვა, რომ სწორ გზაზე მხოლოდ თვითონ დადიან და სხვაგან ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება უფსკრულში აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება რუსეთს, დამისახელეთ ქვეყანაში მოქმედი ერთი პარტია მაინც, რომელიც არ იყო მონათლული, როგორც პროპუსული პარტია. როდესაც ის აცხადებს, რომ პროდასავლური არის თვითონ და სხვა ყველა პოლიტიკური სუბიექტი არის პრორუსული, მაინტერესებს ერთი რამ - ყველა, ვინც კოალიციაშია, ბიძინა ივანიშილის მეთაურობით, ყველამ ერთად მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში და შემდეგ გააძლერა? ეს იყო რუსეთის დაკვეთა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოეყვანათ პრეზიდენტად საქართველოში? თუ შემდეგ გახდნენ პრორუსები? ამ გუნდის ყველა წევრი, რომელთანაც მეგობრობდა და ძმაკაცობდა თუ ნათესაობდა და მაღალი თანამდებობებიც ჰქონდათ, ვიდრე წამოვიდოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი ახლობლები, პროდასავლურები და ძალიან მაგარი რეფორმატორები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ რაც გადადგეს ნაბიჯი, წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაშინ გახდნენ პრორუსები?

ჩანს და ფაქტია, რომ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკავა პროევროპული ფარი, რომელსაც ჰქვია ნატო, დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო ადამიანის უფლებები, მაგრამ მეორე ხელში უჭირავს მაკრატელი, რომლითაც ჭრის ყველა გზას ამ დემოკრატიული ღირებულებებისაკენ.

საუბარია, ნატოზე, უკვე 8 წელი გავიდა და ჯერჯერობით, ნატოს კარიც არ ჩანს, მეორე მხრივ, საუბარია სასამართლოზე და მასთან დაახლოებული არასამთავრობოები აცხადებენ, 32 წელი დასჭირდა ამერიკას და 8 წელიწადში რას გვთხოვთო და მესამეც - ყოველდღიურად ვხედავთ როგორ ითელება ადამიანის უფლებები. ეს ორი გზა ერთმანეთს რომ აცდენილია, ხომ ჩანს!.

მიშა და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დროს გადაიქცა ხალხის მწყემსად. მათ დაავიწყდათ, რომ კონსტიტუციით, ყველა სამართლებრივი ნორმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი მათ მიაჩნიათ, რომ ჭეშარიტების ბოლო ინსტანცია „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდება, რამდენიმე პროცენტს აქვს სწორი პოზიცია და სწორედ ამ რამდენიმე პროცენტმა უნდა გადაარჩინოს დანარჩენი ადამიანები და მწყემსოს.

მაშინ რაკი საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობენ, ადგნენ და ჩაწერონ, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა პარტიებისგან განსხვავებით იცის, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო, ამიტომ შევიდეს კონსტიტუციაში ცვლილება, 30 წლით აიკრძალოს საქართველოში არჩევნები, მანამ სანამ მოსახლეობის აზრი მომწიფდება საიმისოდ, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ სწორ გზაზე, ამას გააკეთებდნენ კიდევაც , მაგრამ ხვდებიან რომ ამით იმ ევროპულ ფარსაც დაკაგვენ, ამისი რომ არ ეშინოდეთ შეიძლება ასეთი ცვლილებაც კი გვენახა კონსტიტუციაში.

შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, პრორუსული ფაქტორი ყოველთვის საფრთხობელას როლს ასრულებდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დღესაც , როდესაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს, ერთადერთი არგუმენტი, რისთვისაც მას არ უნდა ვენდოთ, „ნაციონალური მოძრაობისმოწოდებით, ეს არის მისი პრორუსულობა. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი თუ ასეთი იარლიყით დასავლეთის განწობაზე ზემოქმედებასაც ცდილობენ?

- ეს არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მოხმარებისთვისაც, იმიტომ, რომ ქმნიან იმიჯს, რომ პროდასავლელები მხოლოდ თვითონ არიან, იგივე უმცირესობის აღლუმი სპეციალურად იყო მოწყობილი, რომ ვიღაცეებს რეაქცია ჰქონოდათ თითქოს დაეჩაგრეათ ეს უმცირესობები და მხოლოდ ხელისუფლება აღმოჩენილიყო ამ უმცირესობის დამცველად. რაღაც აქციები სპეციალურად ეწყობა იმის დემონსტრირებისთვის, რომ აჩვენონ, ნახეთ ოპოზიცია როგორ სდევნის, ხოლო მათი დამცველები მხოლოდ ჩვენ ვართო .უნდათ ევროპას დაანახონ, როგორ  ვერ იტანს ოპოზიცია სხვა რელიგიას, ებრძვის სხვადასხვა აზრებს მაგრამ ქვეყანას ჰყავს ლიბერალური ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. ეს არის მათი ტექნოლოგია.

რაც შეეხება პრორუსულობას, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობენ არავის პრორუსულობაში ან პროდასავლურობაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ საკითხავია მეტი რაღა უნდა უნდოდეს რუსეთს საქართველოსგან რომ მიიღოს?

ამას წინათ ბატონი გია ნოდიას კომენტარი წავიკითხე, რომელიც ამბობს, ოპოზიცია მარტო ლაპარაკობს, მისი გაკეთებული საქმე არავის უნახავს, ხელისუფლება კი საქმეს აკეთებსო. საინტერესოა, როგორ შეიცვალა მისი რიტორიკა 2003 წლის შემდეგ, როდესაც ამბობდა, ოპოზიციის ლაპარაკი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეს სჯობსო.

ბევრი უფლებადამცველია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მაშინ გული უსკდებოდა, დღეს კი ძალიან მშვიდი ტონით საუბრობენ, რომ დემოკრატია ფლავის ჭამა არ არის... სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსების აზრები და განწყობები ასე იცვლება და მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის განკუთვნილი.

ასეთი პიარკამპანიით რას შეიძლება მიაღწიოსნაციონალურმა მოძრაობამ“, ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ ერთადერთი სწორი გზა სააკაშვილის გზაა?

- ფაქტობრივად, ამდენი წელი, ერთი მხრივ ლობისტების დახმარებით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ ძალიან კარგად ფლობენ პიარტექნოლოგიებს და ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობდა ქვეყანაში, ცდილობდნენ, შიდა პრობლემები შიგნითვე გადაელახათ და გარეთ არ გამოსულიყო, ამას ახერხებდნენ კიდეც. ახლა რელობა შეიცვალა, ხედავენ, რომ  ყველაფერი შიგნით არ კვდება და ინფორმაცია გადის და ამიტომაც არიან გაღიზიანებულები.

ვიდრე საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდოდნენ საქართველოში, ცდილობდნენ სიტუაციის ხერხემალში გადატეხვა არჩევნებამდეწ მოესწროთ.

მასემდეგ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლები გამოჩნდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შედარებით კორექტულები იქნებიან?

- ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს აღარ გააკეთებენ, თუმცა შედარებით კორექტულები იქნებიან, რომ ძალიან სერიოზული დარღვები არ აღმოჩნდეს დასკვნაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე უარს იტყვიან. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის აქტიურობა არჩევნების დროს და საქართველოს მოსახლეობის რეაქცია არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლობაზე კარგად არავინ არ იცის რა და როგორ ჩატარდა, ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური და მეორეც, საქართველოს მოსახლეობის გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. მოლოდინი იმისა, რომ ეუთო იტყვის და მორჩა, ყველაფერი დალადგება, ასე არ იქნება. როგორი რეაქციაც ექნება ქართველ ხალხს ადეკვატური რეაქცია ექნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. როგორი პრინციპულიც იქნება ოპოზიცია და მოსახლეობა, ასეთივე პრინციპული იქნებიან საკუთარ დასაკვნებში საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს არის მთელი პრობლემა, რადგან ჩვენს სათქმელსა და გასაკეთებელს არავინ არ იტყვის და არ გააკეთებს. ყველა საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს და ჩვენც უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

როგორ ფიქრობთ ხალხი ამისათვის უკვე მზად არის?

- ხალხი მზად არის, მზად არის თუ არა ოპოზიცია, ამას დრო გვიჩვენებს. ხალხი დიდი ხნის წინ იყო მზად, მაგრამ ოპოზიცია არ იყო მზად ახლა ოპოზიციის მზაობას პირველი ოქტომბრის შემდგომი პროცესები გვიჩვენებს.