ჩვენთან კვლავ არსებობს პროგრესის აუცილებლობა არჩევნების წინ

ჩვენთან კვლავ არსებობს პროგრესის აუცილებლობა არჩევნების წინ

იმ დროს, როდესაც საქართველო ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება, პრემიერმინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მის ქვეყანაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ამ მხრივ უფრო მეტის მიღწევის აუცილებლობა არსებობს, რადგან თბილისს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში, გიორგი ბარამიძემ New Europe-ს განუცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მისი დღევანდელი კურსი, თუკი ქვეყანას საერთოშორისო არენაზე პოლიტიკური ნდობის მოპოვება სურს.

მისი ეს კომენტარები ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოჰყვა, რომელზეც საქართველოსთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდავეთის და უკრაინის წარმომადგენლები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ.

რეფორმებთან დაკავშირებული ძალისხმევის გათვალისწინების გამო, საქართველომ ახლახანს დამატებით 22 მილიონი ევროს დახმარება მიიღო მიმდინარე პროგრამების დაფინანსებისთვის. „ეს მნიშვნელოვანია ფინანსურად, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურად“, ამბობს ბარამიძე. „ეს პროგრესის აღიარებაა. რა თქმა უნდა, იმავდროულად, მე თავს ვალდებულად ვგრძნობ ჩვენს მიღწევებზე ლაპარაკის დროს აუცილებლად ავღნიშნო ის, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ეს არის გზა, საითაც უნდა ვიაროთ და არ ვკმაყოფილდებით ჩვენი მიღწევებით, რადგან უფრო მეტის გაკეთება გვჭირდება“.

„ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა, განათლების რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ახლა ჩვენს წინაშე მორიგი მნიშვნელოვანი თარიღია – არჩევნები საქართველოში, და ის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს“.

თუმცა, არჩვნების მოახლოებასთან ერთად, არსებობს იმის გაზრდის შესაძლებლობა, რასაც ევროკომისარი გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, „პოლიტიკურ დაძაბულობას“ უწოდებს. მართლია, ბარამიძემ არ უპასუხა კომისრის კონკრეტულ კომენტარებს, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთთან დაძაბულობა კვლავ რჩება მთავრობის მთავარ საზრუნავად ოქტომბრის არჩევნების წინ.

„ჩვენი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაღელვებს ის, რომ რუსები რაღაცისთვის ემზადებიან“, ამბობს ბარამიძე. „ისინი ემზადებიან სამხედრო წრთვნებისთვის. თავდაპირველად მათ განაცხადეს, რომ ეს წრთვნები სექტემბრისთვის იგეგმებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ არჩევნები ოქტომბერში გვაქვს, წრთვნები ოქტომბრისთვის გადაიტანეს. მათ განაცხადეს, რომ ემზადებიან მონაწილეობისთვის რაღაც წრთვნაში, დასავლეთის და ირანის კონფრონტაციის შემთხვევისთვის. არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ორივეს დაუჭერს მხარს, მაშინ რა კონფლიქტზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს, რადგან ეს არ ხდება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე – შეიარაღებული ძალები უნდა განთავსდეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ჩვენს სამხრეთ მეზობელ სომხეთში. ასე რომ ამ წრთვნების ჩატარება იგეგმება საქართველოს შიგნით და მის ირგვლივ“.

„ამ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ ერთს [ოპოზიციურ კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს], რომელმაც მთელი მისი ქონება რუსეთში დააგროვა და „გაზპრომის“ უდიდესი მეწილეა, ასევე სხვა რუსული კომპანიების. მან განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი უნდა გახდეს. როგორც აპირებს ის ამის გაკეთებას, თუკი არ აქვს გათვლა ვიღაცაზე საქართველოს გარეთ, გაურკვეველია. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში პოლარიზებული სიტუაცია და დაძაბულობაა, მან განაცხადა, რომ იყიდის ყველაფერს, პრესას და პოლიტიკოსებს იმ ფულის გამოყენებით, რომელიც მობილიზებულია რუსეთიდან უკანონოდ და მან უკვე იმოქმედა რამდენჯერმე საქართველოს კანონმებლობის წინააღმდეგ, რომელიც ელექტორატის მოსყიდვას კრძალავს“.

დღემდე ევროკავშირი შედარებით ნეიტრალური იყო ამ საკითხის მიმართ, თუმცა აქვეყნებს განცხადებებს, სადაც მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნას საქართველოში და გმობს უკნონო ფულის გამოყენებას შედეგის დამახინჯებისთვის. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის ევროპის საბჭოდან და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (ეუთო) საქართველოში დამკვირვებლები გაიგზავნებიან; ნაბიჯი, რომელსაც ბარამიძე მიესალმება. ის ამბობს, რომ შეეწინააღმდეგება ივანიშვილის ნაბიჯებს, რომელსაც იგი ადანაშაულებს იმაში, რომ ეს უკანასკნელი უკვე მიმართავს მანიპულაციებს. „ჩვენ ვიცით, რომ იგივე ადამიანმა [ივანიშვილმა] უკვე დაიქირავა ბევრი ლობისტური კომპანია ევროპასა და შეერთებულ შტატებში; ის გეგმავს საპარლამენტო მონიტორინგის ორგანიზებას ყალბი მონიტორებით, ასევე ატარებს ზოგიერთ არადამოუკიდებელ კვლევებს მაშინ როდესაც ამბობს, რომ არ ენდობა ისეთი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, როგორიცაა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვები. ყველა ეს სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეტინგი ბევრად უსწრებს მისი პოლიტიკური პარტიის რეიტინგს“.

გიორგი ბარამიძის თქმით, თუკი არჩევნები მშვიდად ჩაივლის, მისი ქვეყანა განაგრძობს ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ევროკავშირში წევრობისკენ სვლასაც კი, რაც დღესაც პოლიტიკური ამოცანაა. „ვან რომპეიმ მიულოცა საქართველოს მთავრობას და ხალხს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული გზით გარდაქმნა, და ჩვენ ამ მოლაპარაკებებში წინსვლა გვაქვს“, თქვა მან ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის და საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კეტრინ ეშტონს შორის. ბარამიძის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკაშირებული წინასწარი მოლაპარაკებების 80% შეთანხმებულია. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ორივე მხრიდან პოზიტიური ხედვა იქნება და შევძლებთ ამ მოლაპარაკებების გამართვას აღმოსავლური პარტნიორობის მომავალი წლის სამიტამდე“, ამბობს იგი.

და ბოლოს, ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ახორციელებს პროცესს სრული და ღია დემოკრატიისკენ, სხვა ქვეყნები ევროპის საზღვრებთან, მაგალითად აღმოსავლური პარტნიორობის წევრი ბელორუსი, არ ავლენს ტრანსფორმაციის ანალოგიურ დონეს. ბარამიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ამ ქვეყანაში რეფორმების დახმარების თვალსაზრისით გარკვეული როლის შესრულება, თუმცა მისი თქმით, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს. „ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბელორუსი არ მოექცეს რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ ამ რთულ სიტუაციაში, ვიპოვოთ გზები ბელორუსის წახალისებისთვის ევროპული ინტეგრაციის კურსისკენ. ეს იოლი არ იქნება, ჩვენ ვიზიარებთ ამ მხრივ სხვა ევროპული ქვეყნების კრიტიკას, მაგრამ საჭიროა დიალოგი და ის, რომ არა ის, რომ ვუბიძგოთ მათ რუსებისკენ“.
foreignpress.ge