არჩევნებისკენ თუ რევოლუციისკენ

არჩევნებისკენ თუ რევოლუციისკენ

არჩევნებისკენ მიმავალი გზა სულ უფრო რთულდება, ადმინისტრაციული ბერკეტებით შეიარაღებული „ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო მწვავედ აღიქვამს ოპოზიციის არსებობას ქვეყანაში. ერთი მხრივ მაკონტროლებელი უწყებების მეშვეობით ზეწოლა, მეორე მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვა და ნაციონალური არხებით აგორებული შავი პიარი როგორც ჩანს, საკმარისი არ არის ოპოზიციის გასაქრობად.

„ნაციონალური“ თვითშემოქმედება ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა, რაც ფიზიკური დაპირისპირებებითა და პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა რით დასრულდება არავინ იცის. საითკენ უბიძგებს ხელისუფლება საზოგადოებას, როდემდე გაგრძელდება გამძლეობის ჭიდილი და გაწყდება თუ არა, მოთმინების ძაფი? რატომ გახშირდა გამოსვლებსა და შეტაკებებზე ლაპარაკი და რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას? მივაღწევთ თუ არა არჩევნებამდე და რა გზა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად იმისათვის, რომ ხელიდან არ გაუშვას საკუთარ ნება-სურვილებზე მორგებული ძალაუფლება? ამ თემებზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.

ის რაც მოხდა კარალეთში, ცოტა ხნის წინ მერეთში, როგორ განცდას ტოვებს, შიდა ქართლის მოსახლეობისთვის კოალიციაქართული ოცნებადა ზოგადად, ოპოზიციური განწყობაა მიუღებელია თუ ეს ინციდენტები ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული?

- მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის სპეციალურად, განზრახ ჩადენილი ფაქტი და პროვოკაცია. დაინტერესებული არიან, რომ სიტუაცია დაიძაბოს. გორის რაიონში საზოადოებასთან შეხვედრები წინა დღეებშიც ჩატარდა, იმის მიუხედავად, რომ იყო რამდენიმე შეძახილი, ძალიან კარგად და მშვიდობიანად ჩატარდა ყველაფერი.

როგორც ჩანს, ამათ ჩათვალეს, რადგან ძალიან კარად და მშვიდობიანად ჩატარდა, შემდგომ შეიძლება უფრო მეტი ხალხი გამოვიდეს ოპოზიციის მხარდასაჭერად. სიტუაცია რომ დაძაბონ, ალბათ, იმიტომ მოაწყეს ეს ამბავი. მე ეს პროვოკაციად მეჩვენება და ვთვლი, იმისათვის არის გაკეთებული, რომ ხალხმა იცოდეს, ყველა, ვინც კი ოპოზიციის მხარდამჭერია და გამოვა ქუჩაში, შეიძლება, მასაც მოხვდეს მუშტი.

შესაძლოა ხალხმა მართლა კარგად რომ იცოდეს, ქვეყანაში რა ხდება, ამ პროვიკაციისთვის ხელის შეეშალათ - გორის რაიონის უმეტეს სოფლებს მაღალი ხარისხით მხოლოდ ტელეკომპანიაიმედისმაუწყებლობა მიეწოდება და ხალხმა იცის ის, რასაციმედიდანეუბნებიან. ინფორმაციის ნაკლებობა ალბათ აისახება კიდეც  განწყობებზე...

- რა თქმა უნდა, აისახება, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად ხალხი მაინც გადის და ამ შეხვედრებში მონაწილეობს. ეს ნიშანია იმისი, რომ მრავალ ადამიანს მიაჩნია, უნდა გავიდეს და ოპოზიციას დაუჭიროს მხარი.

ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმ საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, რაც არის საქართველოში დედაქალაქის გარდა, ეს შეხვედრები მაინც ხალხმრავალია - ამას მინდა ხაზი გავუსვა. წარმოიდგინეთ, რომ იყოს თავისუფალი მედია და მისაწვდომობა ინფორმაციის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდოდა გარეთ.

ამდენად, კიდევ უფრო კარად გასაგებია, ის რაც ხდება ტელეკომპანიამაესტროსთანდაკავშირებით...

- რასაც პროკურატურა „მაესტროს“ წინააღმდე აკეთებს, არის მიმართული ზუსტად იმისკენ, რომ „მაესტრომ“ არ გააფართოვოს მაუწყებლობის არე. „მაესტრო“ თუ რეგიონებს მოიცავს, ხელისუფლება თვლის, რომ ეს იქნება სარისკო, საშიში, რადგან პროოპოზიციური განწყობები გაძლიერდება ხალხში.

თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლებას, პარლამენტს, მიღებული აქვს კანონი („მასთ ქერისა“ და „მასთ ჰოფერის“),  რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის ყველა გამავრცელებელს, რომ მთელი საინფორმაციო პაკეტი ჩართოს მაუწყებლობაში, ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას ვალდებულებაც აქვს აღებული, რომ მოსახლეობას ოპოზიციური აზრიც მიაწოდოს. ამ პირობებში კი ასეთ დრაკონულ ზომებს ღებულობენ „მაესტროს“ წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია.

რას მიაღწევენ ამით, რომ როდესაცმასთ ქერისპრინციპი ამოქმედდება, „მაესტროსმაინც ვერ უყურონრაც კი თეფში ნახა ხელისუფლებამ, ყველა დააყადაღა და დააპატიმრა თუ საერთოდ მათ გეგმებში არ შედის, რომმაესტროეთერში გადიოდეს ამ დროისთვის?

- მათ უნდათ, რომ „მაესტრო“ მაქსიმალურად შეზღუდულად მუშაობდეს. ადმინისტრაციული ხრიკებით უნდა მიაღწიონ იმას, რომ არჩევნების მოახლოებისთვის საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფონ ხალხი.

ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, დასავლეთს რაღას ეტყვის ხელისუფლება, მისი ხათრით ეს კანონიც კი მიიღო...

- ევროპა პასუხს მას შემდეგ მიიღებს, რაც საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ და ეს მოხდება ამ თვის ბოლოსთვის. მაშინ უკვე უნდა ველოდოთ იმას, რომ მათი მხრიდან რაღაც რეაგირება იქნება.

მანამდე კი მიკვირს, ევროკავშირის მისია ამაზე რეაგირებას რომ არ აკეთებს. ეს ინფორმაცია მათ გააჩნიათ და შეუძლიათ, შეფასება მაინც გააკეთონ იმისი, რაც ხდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

როდესაც ევროკავშირში  საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, მხარდამჭერი იყონაციონალური მოძრაობისთუ არა, ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა ცალსახად აღნიშნა, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს და კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. აქედან გამომდინარე, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მაინც ზღუდავსსაინტერესოა, ხელისუფლება ევროპისგან მკაცრ შენიშვნებს აღარ ელოდება თუ მისთვის ეს სულერთია?

- მე ვიტყოდი, რომ სულერთიც არის, რადგან რაც აქვთ დასახული მიზნად, იმას განახორციელებენ. მიზანი კი არის სრულად დაბლოკვა, მაქსიმალურად შეზღუდვა ოპოზიციური ძალების, ამ ძალების მხარდამჭერების და ამ გეგმაში შედის კრიტიკული მედიის დაბლოკვაც.

რაც შეეხება ევროპას, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლებამ რაღაც პრევენციული ნაბიჯი გადადგა იმით, რომ პარლამენტში ეს კანონი მიიღეს.

ახლა ჩვენი ხელისუფლება შეეცდება, რაღაც ტექნიკური მიზეზები მოძებნოს იმისათვის, რომ ეს კანონი არ განხორციელდეს. ევროპაში კი დადებითი მესიჯი უკვე გაშვებულია, ნახეთ. რა დემოკრატიულები ვართ, „მასთ ქერის“ და „მასთ ჰოფერის“ შესახებ კანონი მივიღეთო.

ევროპაში კი იცით როგორ ხდება? როდესაც საქართველო არ არის პრიორირეტული ქვეყანა, საითკენაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებაა მიპყრობილი, ამიტომ თვლიან, რომ აქ რაღაც ისეთი არ ხდება. ამიტომაც ასეთი ინფორმაცია, რომ მეტ-ნაკლებად სწორდება სიტუაცია ქვეყანაში, მათთვის საკმარისია და უკვე სხვა საქმეზე გადაერთვებიან. ასე დაჟინებით საქართველოს მონიტორინგს ევროპაში თითქმის არავინ არ აკეთებს, სანამ აქედან არ წავა რაღაც განგაში.

გოკა გაბაშვილი აკეთებს განცხადებას, რომმაესტროსანტენებით თურმექართული ოცნებაამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და თეფშები ამიტომ დააპატიმრეს...

- არ არის ეს დამტკიცებული და არანაირი მტკიცებულებები მათ განცხადებებს არ მოჰყოილია, და ეს მართლა ასეა. ვფიქრობ, მათი მხრიდან აქ არის ასეთი ვარაუდი, რომ რაკი „მაესტრო“ არ არის პროსახელისუფლებო, ამიტომ ავტომატურად უნდა იყოს პრობიძინისტური. ასეა შეფასებული საქართველოში ყველა, ვინც სახელისუფლებო მხარდამჭერთა სიაში არ წერია, ყველა საეჭვო და არალოიალური მოქალაქე ვართ.

რა თქმა უნდა, „მაესტრო“ აკრიტიკებს ხელისუფლებას და თან ცდილობს, ობიექტური იყოს, მაგრამ მას ეს არ უშველის, ის უკვე ჩაწერილია ავტომატურად ოპოზიციის სიაში.

ეს არის პოპულარული არხი, ხალხი მას უყურებს და საქმე, რომელსაც ეს ტელეკომპანია აკეთებს, ოპოზიციას ეხმარება. „რუსთავი 2“ და „იმედი“ ამ მხრივ სტერილიზებულია - ამ არხებზე ოპოზიციის მხარდამჭერი ინფორმაცია და ხელისუფლების კრიტიკა არ გაისმის, ამიტომ, „მაესტრო“ უნდა შეიზღუდოს. ეს ხომ ელემენტარულია, ლოგიკაც კი არ არის, ინსტიქტია.

იმის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებზე ზეწოლა დაქართუ-ბანკსუკვე დროებითი მმართველი ჰყავს. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ თუნდაც მთლიანად წაიღოსქართუ ბანკი“, ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს ამით ვერ შეარყევს, როგორ ფიქრობთ, ასეთი ქმედებები რა მიზანს ისახავს, უფრო ხალხის გაღიზიანებას ხომ არა?

- ხალხის გაღიზიანებასა და დაშინებას, რომ საქმე არ დაიჭირონ ისეთ ბანკებთან, ისეთ მედიასაშუალებებთან, ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან, რომლებიც შეიძლება რაღაცნაირად დაკავშირერბული აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილთან. ასეთი სინდრომი უნდათ დანერგონ და ეს მგონია, რომ უკვე ფსიქიკური გადახრაა. ეს ნორმალურ სიტუაციაზე არ მიანიშნებს სახელმწიფოში.

ძლიერ ზეწოლას, ძლიერი წინააღმდეობაც მოჰყვება და საეჭვოა, ეს არ იცოდეს ხელისუფლებამ...

- მათთვის მთავარია, რომ ამან რაღაც პერიოდი იმუშავოს - არჩევნებამდე, მერე უკვე სხვანაირად მიხედავენ საქმეს.

იმისკენ ხომ არ მიდის ყველაფერი, რომ ქვეყანა არჩევნებამდეც არ მივიდეს და არჩევნების გარეშე შეინარჩუნონ ძალაუფლება?

- ასეთ შემთხვევაში უკვე გადავდივართ ექსტრემალური სცენარის გათამაშებაზე. ხელისუფლებამ თუ დაინახა, რომ მან შეიძლება არჩევნებში არასასურველი შედეგები მიიღოს, უნდა შექმნას ექსტრემალური ვითარება, საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდოს კონსტიტუცია და სხვა მიმართულება მისცეს მოვლენებს. ამაზე ჯერჯერობით არ მინდა საუბარი, რადგან ეს არის საშინელი გამოსავალი.

ხელისუფლების ქმეებების მიუხედავად ხალხი ოპოზიციასთან შესახვედრად მაინც გამოდის. კონტროლის პალატის დაყადაღებები საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა უკვე რამდენჯერმე ფიზიკური შეხლას-შემოხლაც მოხდა, ხომ არ შეიძლება ეს კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც სწორედ იმ ექსტრემალურ სიტუაციამდე მივა, რაც თქვენ ახსენეთ.

- ვფიქრობ, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად სწორედ ამიტომ დაინიშნა. ალბათ ელოდებიან კიდევაც ან შესაძლოა, შეგნებულადაც წაიყვანონ ვითარება ექსტრემალურ სიტუაციამდე, იმიტომ, რომ ეს არის სიგნალი, რომ ელოდებიან გართულებას, ელოდებიან შეტაკებებს და შესაბამის ბრძანებაზე ხელმომწერი ადამიანი სჭირდებათ, რომელიც არაფრის წინაშე პრაქტიკულად უკან არ დაიხევს და რომელსაც აქვს ისეთი იმიჯი, რომ რომელიც ყველა მომიტინგესთვის ცალსახად წითელი ნიშანი იქნება.

NDI- საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში არის ასეთი კითხვა, თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა, გახვალთ თუ არა ქუჩაში. რას ნიშნავს ასეთი ორგანიზაციის მხრიდან ამ შინაარსის კითხვის დასმა, როგორ ფიქრობთ, რატომ აპელირებს ყველა ქუჩაზე?

- როგორც სოციოლოგიაში ჩახედულმა ადამიანმა ამ კითხვაზე შეიძლება მხოლოდ გავიღიმო, შეუძლებელია, ამ კითხვაზე ადამიანმა ახლა გააზრებული პასუხი გასცეს.

თუმცა, ალბათ, შემთხვევითი მაინც არ არის, რომ მინიშნებები ძალადობაზე, შეტაკებებზე ნელ-ნელა მწიფდება, თითქოს უნდათ, ადამიანების ცნობიერებაში ჩაჯდეს. რა არის ყველაზე საშინელი სცენარი, რაც ხელისუფლებამ შეიძლება მოიფიქროს და რამ შეიძლება ხალხს მოთმინების ძაფი გაუწვიტოს, სავარაუდოდ, სწორედ ამაზე თამაშობენ...

- ისედაც მყიფეა სიტუაცია იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენმა ხალხმა დაიჯეროს, ხელისუფლების გადაცემა შესაძლებელია არეჩევნების გზით. არადა ეს არის ყველაზე მთავარი, ხალხმა ეს დაიჯეროს, იმისთვის, რომ შემდეგ ქვეყანა განვითარდეს.

ამ შემთხვევაში ნიჰილიზმი და იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია რაღაცის მიღწევა არჩევნების გზით, ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმურობა სახელმწიფოსი, ეჭვქვეშ დგება.

ეს არის საშინელი, ძირგამომთხრელი მუშაობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ხალხს ჩაუნერგავ იმ აზრს, რომ ასე შეუძლებელია ცვლილების მოხდენა, შეუძლებელია ხალხმა თავისი ნების გამოხატვით არჩევნებით მიაღწიოს ცვლილებებს, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად წყდება, სხვაგან წყდება და ხალხზე არ არის დამოკიდებული.

ასეთი რამ თუ მოხდა, ამან შესაძლოა ყველაფერი შეატრიალოს და ძალზე ცუდი შედეგი გამოიღოს ჩვენი განვითარებისთვის. სხვათა შორის, მთელი მსოფლიო ამას აკვირდება, საქართველოში დამკვიდრდება თუ არა განწყობა, რომ შესაძლებელია არჩევნების გზით ქვეყნის განვითარება, ანუ კონსტიტუციური გზით ხელისუფლების მონაცვლეობა.

ესენი ამ ქმედებებით ხალხს უბიძგებენ იმისკენ, რომ მაინც არაფერი არ გამოვა და რევოლუციაა ერთადერთი გამოსავალი - შეგიძლია?- გადამაგდე, არ შეგიძლია?- მაშინ სახლში იჯექი და  ჩემებურად იქნება ყველაფერი. აი, ასეთი მესიჯია.

ანუნაციონალური მოძრაობაამას ცდილობს მიზანმიმართულად, ხალხს რევოლუციისკენ უბიძგებს, შეგვიძლია, ასეთი ფორმულირება?

- მე არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას ასეთი სცენარი აწყობს, მას ურჩევნია, უმტკივნეულოდ უმრავლესობა მიიღოს ოქტომბერში და მიზნად აქვს დასახული საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება. ამისკენ მიდის მთელი ადმინისტრაციული ძალისხმევა - მასმედიის შეზღუდვა, ინციდენტები და დაძაბულობის დანერგვა.

ეს კი იმისათვის ხდება, რომ ზოგის დაშინებით, ზოგის კომპრომისზე წასვლით პროტესტულად განწყობილი ხალხის რაოდენობა შემცირდეს. შედეგად კი ოქტომბერში მივიღოთ ის, რომ ხალხმა თქვას - მოდი შევეგუები არსებულ ბოროტებას, ვიდრე გაურკვეველ ალტერნატივას.

მათ ურჩევნიათ რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამავე დროს, ოპოზიცია ძალებს იკრებს და ამ სცენარის განხორციელებას უკვე პრაქტიკულად შანსი აღარ აქვს, რომ ხელისუფლებამ თქვას, ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება.

ამას თუ არ შეინარჩუნებენ და ძლიერი უმცირესობა მაინც შეიქმნა პარლამენტში, რომელთანაც მოუწევს ანგარიშის გაწევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს არის მათთვის კატასტროფული შედეგი. თუმცა მთელი მსოფლიოს შეფასებით ეს ნორმალური შედეგია და ასეთი უნდა იყოს პარლამენტი, მაგრამ ესენი ასეთ პირობებში მუშაობას გამორიცხავენ და მხოლოდ ცარიელ მოედანზე თამაში უნდათ.

რა შეიძლება მოიფიქრონ და გააკეთონ ამის შესანარჩუნებლად?

- სჯობს მოვლენათა განვითარებას დავაკვირდეთ, დღეისათვის რაზეც ვისაუბრეთ ეს სცენარია გამოკვეთილი, ხვალ რა იქნება არ ვიცი.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ჯერჯერობით მაინც არჩევნებისკენ მივდივართ?

- ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებამდე მივდივართ, თუმცა გართულდება სიტუაციები, ძალზე არაჯანსაღი საარჩევნო გარემოა უკვე, მაგრამ ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან არჩევნების ჩატარების საკითხს. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ თუ დადგება, მაშინ შეგვეძლება სხვა სცენარებზეც ვისაუბროთ.