უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ

უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ

ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე აზრით, ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია გამოხატონ.

"არ ვფიქრობ, რომ მე უნდა გავაკეთო განცხადებებზე რეაგირების კომენტირება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ, ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე", - აღნიშნა საქართველსო პრეზიდენტმა.