ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
ასე ფიქრობს გამოკითხულთა 61%.
34%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე გამოკითხულთა 5%.
კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.