ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.
„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%.
„ლელო“ - 10,4%
„გირჩი“ - 5,1 %
„პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %
ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%
კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.