პარლამენტში საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

პარლამენტში საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს ორი საპარლამენტო პოლიტიკური ძალა ინიციატივით მიმართავს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიუროს წარუდგენს მათ ინიციატივას, საყდრისის თემაზე პარლამენტის დადგენილების მიღების და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები", რომელთაც შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში გასულ კვირას დაარეგისტრირეს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ბიურო იმსჯელებს.