„გამოდით... მოგვხედეთ“-აჭარის უმაღლეს საბჭოში ხალხი შეიჭრა

„გამოდით... მოგვხედეთ“-აჭარის უმაღლეს საბჭოში ხალხი შეიჭრა

ხმაურია ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოსთან, სადაც სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქცია მართავენ. როგორც ცნობილი ხდება,დაცვის სამსახურმა მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აქციის მონაწილეებმა ჭიშკარი შეანგრიეს და უმაღლესი საბჭოს ეზოში შევიდნენ.

დაცვა ამ დროისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან არის მობილიზებული. „გამოდით,“ „მოგვხედეთ“-სკანდირებს მოსახლეობა და საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვს. უმაღლეს საბჭოს დეპუტატები და ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს ჯერჯეობით არ გამოხმაურებია. აქცია უმაღლეს საბჭოსთან დღეს, 13.00 საათზე დაიწყო. რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ხელვაჩაურში ე.წ. 53-ე ბატალიონში მცხოვრებლები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე სხვადასხვა ტელეეთერების მეშვეობით სოციალურად დაუცვველი მოსახლეობის მდგომარების შესახებ სიცრუეს ავრცელებს.