დავით ბაქრაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას საზოგადოების დაცინვად მიიჩნევს

დავით ბაქრაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას საზოგადოების დაცინვად მიიჩნევს

თავდაცვის სამინისტროს განცხადების ტექნიკურ შეცდომად შეფასება, საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, უწყების განცხადება ასახავს იმ "ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას, რომელიც მინისტრ მინდია ჯანელიძეს გააჩნია"

"ამ განცხადების ტექნიკურ შეცდომად შეფასება საზოგადოების კიდევ ერთხელ დაცინვა და აბუჩად აგდებაა. არანაირი ტექნიკური შეცდომა აქ არ იყო და ვიხილეთ ძალიან მწყობრი განცხადება, რომელიც კარგად ასახავდა მინისტრ ჯანელიძის მორალს, მის ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის კაბინეტში არ არის ისეთი ადამიანის ადგილი, რომელსაც, ასეთი მორალი და ხედვა აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.