რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აშშ-სთან მეგობრობას არ ურჩევს.
"აშშ-ი ცდილობდა ემეგობრა მილოშევიჩთან, კადაფისთან, ჰუსეინთან. მათი ბედი ყველასთვის ცნობილია. ახლა ამერიკა "ახალ ურთიერთობებს" სთავაზობს ლუკაშენკოს. სახიფათო გამოცდილებაა", - დაწერა პუშკოვმა "ტვიტერზე".
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბელორუსი უკრაინის დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.