თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენია

თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენია

არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პრესსამსახურს ეფარებიან, ქართველი სამხედროებისთვის სწორი მაგალითის მიმცემნი არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ჩიქოვანის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენია.

"განცხადებები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდებოდა, არის უპასუხისმგებლო, ძალიან მძიმე მოსასმენი საზოგადოებისთვის და ამაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა არსებობდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეფარებიან პრესსამსახურს, არიან სწორი და ზუსტი მაგალითი იმ 30-მდე ქართველი ჯარისკაცისთვის, რომელიც დღეს ემსახურება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვნმა.