"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აღარ არის

"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

"ვადასტურებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. სხვა სახის კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთდება", - აღნიშნეს პარტიის პრესსსამსახურში.

"ინტერპრესნიუსისთვის" გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა.

ზვიად ჯანყარაშვილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გადადგა. ამის მიზეზად ჯანყარაშვილმა ის დაასახელა, რომ არ სურს, აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა ყოფნამ უხერხულობა გამოიწვიოს და საზოგადოებაში რაიმე სახის შეკითხვა დარჩენოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ნათესაობის გამო.
შსს-დან წამოსვლის შემდეგ,  ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა.  რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანყარაშვილი შესაძლოა,  უკრაინაში ელჩად დაინიშნოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.