დავით ჩიხელიძე: მიიღო დაკვეთა ათას პატრონგამოცვლილმა

დავით ჩიხელიძე: მიიღო დაკვეთა ათას პატრონგამოცვლილმა "მედიამენეჯერმა" და დაიწყო მამუკა მდინარაძის და მისი კადრების გაშავება

მიიღო დაკვეთა ათას პატრონგამოცვლილმა "მედიამენეჯერმა" და დაიწყო მამუკა მდინარაძის და მისი კადრების გაშავება ამ თავად შავზე უარესმა და ბინძურმა ქალმა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ჟურნალისტ ელისო კილაძეზე, რომელმაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულზე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ლევან ხარაბაძენაცების ზონდერი” იყო და 2009 წელს პოლიციის სამმართველოსთან აქციის დარბევაში მონაწილეობდა.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ელისო კილაძე და მისნაირი დაქირავებული პირები, ერთ ფატქსაც ვერ მოიტანენ, რითაც ხარაბაძის დარბევაში მონაწილეობას დაადასტურებენ, ვინაიდან, იგი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან პოლიციელებს შორის, რომლებიც აშველებდნენ და ეფარებოდნენ აქციის მონაწილეებს, რის გამოც, სამსახურში პრობლემებიც შეექმნა.

მიიღო დაკვეთა ათას პატრონგამოცვლილმა "მედიამენეჯერმა" და დაიწყო მამუკა მდინარაძის და მისი კადრების გაშავება ამ თავად შავზე უარესმა და ბინძურმა ქალმა.

რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ - არის ღირსეული ქართველი. კილაძემ და მისნაირმა დაქირავებულმა "სიტყვის ქილერებმა" მოიტანონ ერთი ფაქტი, ერთი კადრი, სადაც ჩანს რომ ხარაბაძე ვინმეს არბევს... ცხადია, ვერაფერს ვერ მოიტანენ - რადგან მოქმედი გუბერნატორი იმ დღეს ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან პოლიციელებს შორის, რომლებიც აშველებდნენ და ეფარებოდნენ აქციის მონაწილეებს.

ამის გამო მას სამსახურში სერიოზული პრობლემები შეექმნა და დაქვეითებულიც იყო კარგა ხანს.

არ გამოვა იმ ადამიანის გაშავება, ვისაც არათუ რამე არ დაუშავებია, მაშინაც და ახლაც სამშობლოს ინტერესებს იცავდა და ერთ-ერთი მათგანია ლევან ხარაბაძე.

მე არ ვიცი გუბერნატორი იქნება ის ხვალ, მამუკა მდინარაძის მოადგილე თუ პარლამენტის წევრი, მაგრამ სადაც უნდა იყოს, კარგ და საქვეყნო საქმეს გააკეთებს!” - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.