დავით ქართველიშვილი: სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ, დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით

დავით ქართველიშვილი: სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ, დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რადიკალების მიერ აქციაზე ბექა ოდიშარიასადმი შეძახილს: მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს.“

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ამორალური ნაწილი დგას ოპოზიციის მხარეს. 

ესენი არიან - გაუკუღმართებულ წარმოსახვებში ვაზაგაშვილის მამის, შვილის საფლავზე აფეთქების გეგმა თავში რომ ებადებათ. მათ - შიგევროპელები ჰქვია. ესენი არიან - პარლამენტში რომ დამდევდნენ და მიცვალებული შვილის "სახელით" სინდისს რომ მიწუნებდბენ. მათ - მედასავლეთელებს უწოდებენ. ესენი არიან - "ოდიშარია, კიბო გაქვს და მაინც მოკვდები მალე". აი, ამის სათქმელად რომ გამოხვალ ქუჩაში, მთელი საღამო შენს "მსხვერპლს" ამ შეძახილის გამო რომ დაელოდები. ესენი განასახიერებენ დღეს "ევროპას" საქართველოში. ამათ შეაზიზღეს ნორმალურ ადამიანს - "პროგრესული" ფასეულობები. ამათი დანახვის სურვილი რომ აღარ გიჩნდება - ნორმალურ ადამიანს. ამათი შემყურე რომ გებადება ამ წუთისოფლის წესიერად დასრულების სურვილი - ზეციურ საქართველოში მაინც რომ აცდე ამათთან ერთად ნანატრ უსასრულობას. ქრისტეს ჯვარმცმელების თვითწყევლა გახსენდება პილატეს რეზიდენციაში: "სისხლი მისი ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე!". თქვენც არ აგცდებათ ეს ყოველივე - გამორიცხულია. მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. და თქვენთან შედარებით - ყოველი შვილგარდაცვლილი მამა, თუ დასნეულებული ძმა - ბედნიერია, თუკი ის ქრისტეშია. რამეთუ - ჩვენ უსასრულობაში გადარჩენის იმედი მაინც გვაქვს. თქვენ კი - სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით...“, - წერს დავით ქართველიშვილი.