მათი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შესაბამისად ეს გამოძიება რელევანტურია.
მათი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ. დაეხმარონ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ დააორგანიზონ რევოლუცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რელევანტურია ეს გამოძიება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.