ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ბექა ოდიშარიას სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
სოზარ სუბარის თქმით, მათი მატარებელი ჩავლილია, ქვეყანა მიდის თავისი გზით და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება.
„ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო და ვერ აცნობიერებენ, როგორ აქვთ ადამიანის სახე დაკარგული. უბრალოდ, ძალიან საცოდავები არიან თვითონ იმით, რასაც აკეთებენ და რა სახესაც წარმოაჩენენ. მათზე მეტის თქმა მგონი არც ღირს. მათი მატარებელი ჩავლილია, ქვეყანა მიდის თავისი გზით და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
აქციის მონაწილე ბექა ოდიშარიას: მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს