ამბოხება გროზნოში, 65 გარდაცვლილი ჯარისკაცი და გაქცეული კადიროვი - რა შუაშია ალ შიშანი?

ამბოხება გროზნოში, 65 გარდაცვლილი ჯარისკაცი და გაქცეული კადიროვი - რა შუაშია ალ შიშანი?

მებრძოლები, რომლებიც ჩეჩნეთის დედაქალაქს თავს დაესხნენ აცხადებენ, რომ ისინი კავკასიის იმარატის წარმომადგენლები არიან, სწორედ მათ აიღეს საკუთარ თავზე გროზნოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა. ისინი ასლან იუტუკაევის დაჯგუფების წევრები არიან. სწორედ ეს დაჯგუფებაა ბრალდებული დომოდედოვოს აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში.

შეტაკებები გროზნოს ცენტრში 4 ნოემბრის გვიან ღამით დაიწყო. შეტაკებების დროს 65 რუსი ჯარისკაცი გარდაიცვალა. სხვადასხვა სააგენტოებმა მომხდარს სხვადასხვა სათაური დაარქვეს. ერთ-ერთმა სააგენტომ მომხდარს შახიდების ოპერაცია უწოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარს პირდაპირი კავშირი აქვს თვითგამოცხადებულ ისლამურ რესპუბლიკასთან. ინტერ ფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსული სპეცსამსახურების ექსპერტმა, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, განაცხადა, რომ გროზნოში განვითარებული მოვლენები ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციაზე შურისძიებაა. შეგახსენებთ რომ სწორედ რამზან კადიროვი დაიმუქრა ალ შიშანის ლიკვიდაციით, თუმცა ბათირაშვილზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. სროლები გროზნოში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა, თუმცა მიუხედავად იმისსა, რომ ქალაქის ცენტრში გააფთრებული ბრძოლები იყო, რესპუბლიკის მმართველმა ქალაქში დარჩენას მოსკოვში გამგზავრება არჩია. კადიროვი კრემლში პუტინის ყოველწლიურ მიმართვას დაესწრო