თიბილოვი - რუსეთთან მოკავშირეობისა და პარტნიორობის შეთანხმებაზე მუშაობა დაწყებულია

თიბილოვი - რუსეთთან მოკავშირეობისა და პარტნიორობის შეთანხმებაზე მუშაობა დაწყებულია

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და არსებობს ცალკეული წინადადებები, რომლებიც განიხილება. "რესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვნა ე.წ. მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რუს კოლეგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვაპირებთ, ყველა წინადადება განვიხილოთ. დაგეგმილია უხლოეს პერიოდში მთელი რიგი დოკუმენტების შესწავლა, რათა ახალ შეთანხმებაში ყველაფერი აისახოს, რაც აუცილებელია. ისეთი დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას შეესაბამება. ახალი დოკუმენტი საფუძველს დაუდებს რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის განვითარებას", - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე თქმით, ახალი საგარეო გამოწვევები და საფრთხეები მოითხოვს, სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმოს.