ჯეიმს აპატურაი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს

ჯეიმს აპატურაი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს მხარე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე გადაეცა. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვსტუმრობდი საქართველოს თავდაცვის საამინისტროს. თავდაცვის მინისტრს მეორედ შევხვდი. ჩემი გუნდი კარგად ხედავს, რომ თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს, ნატო-ს სამიტზე საქართველომ ახალი პაკეტი მიიღო, რაც თქვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. თავდაცვის სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები განხორციელდეს. ნატო-ს მხარე ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოში უფრო მაღალი დონის ვიზიტებიც შედგება.

"ჩვენ უკვე გამოვყავით ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებაროებას განსაზღვრავენ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოში უახლოეს მომავალში უფრო მაღალი დონის ვიზიტები შედგება", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.