პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

წუხელ, თემქაზე მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მ.მ დაჭრეს. პოლიციელს დანით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული და გადაყვანილია #5 საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.