ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიოში გავლენათა სფეროების დაყოფის ეპოქა დასრულდა.
"რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური პრინციპები, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეიძლება. უთანხმოებები მოლაპარაკებებით უნდა გადაიჭრას და არა ტანკებით. გავლენათა სფეროების ერა დასრულდა. ამ პრინციპებს, რაც არის მშვიდობიანი ევროპის საფუძველი, რუსეთთან ერთად ორი ათეული წელია ვაგებდით", - განუცხადა ჟურნალისტებს სტოლტენბერგმა ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო განაგრძობენ უკრაინასთან მიმართებაში მჭიდრო თანამშრომლობას თავისი კომპეტენციების ფარგლებში.
"რუსეთი განსაკუთრებულად არის პასუხისმგებელი. ის უნდა წავიდეს აღმოსავლეთ უკრაინიდან, შეწყვიტოს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მიწოდება, გადაწყვიტოს საზღვრის ეფექტური კონტროლი და დაუშვას იქ ეუთო საკუთარი მისიის შესასრულებლად", - განაცხადა ტუსკმა.