აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გამოთქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობების გამო შეცვლის მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი თავის პოლიტიკას. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ობამას განცხადებით, რუსეთის ხისტი პოლიტიკის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი რუსეთის ხელისუფლების პოლტიკა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის თანმიმდევრული იქნება.
ამერიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი დაახასიათა როგორც პოლიტიკოსი, რომელიც იცავს ნაციონალისტურ და წარსულისკენ მიმართულ მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებისადმი, რომელიც მეზობლებს შიშში აცხოვრებს და აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას.