ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას მინისტრთა კაბინეტს ხუთშაბათს წარუდგენს

ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას მინისტრთა კაბინეტს ხუთშაბათს წარუდგენს

უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ხუთშაბათს მინისტრთა კაბინეტს ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების გეგმას წარუდგენს. ის უკრაინის ჯანდაცვის სისტემის სრულ რეფორმირებას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" კიევიდან იუწყება.

"ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები განვახორციელოთ. ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ", - განაცხადა კვიტაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ის ასევე გეგმავს, სამსახურში "ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების აყვანას". "თუკი შევძლებ გუნდის შექმნას, რომელიც ამ სამინისტროს წინ წაიყვანს და შემოიტანს ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, ახალ იდეებს, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება", - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა.