უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები უახლოეს მომავალში გახდებიან

უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები უახლოეს მომავალში გახდებიან

დსთ-ს ქვეყნების სტრატეგიული განვითარების ცენტრისა და სტრატეგიული დაგეგმარებისა და პროგნოზირების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე გუსევი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო უახლოეს პერსპექტივაში, ნატოში აუცილებლად გაწევრიანდებიან.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის საკითხი საკმაოდ სწრაფად გადაწყდება. მით უფრო, რომ უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა სერიოზული დოკუმენტის - რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დენონსირება. მოსალოდნელია, ასევე, რომ უახლოეს მომავალში რადა 1996 წლის კონსტიტუციის შესწორებას დაუბრუნდება, რაც უკრაინის ბლოკს მიღმა ქვეყნის სტატუსს გააუქმებს", - განაცხადა გუსევმა.

მისივე თქმით, ნატო მიისწრაფვის უკრაინის მისაზიდად და ეს დროის საკითხია. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები უახლოეს მომავალში გახდებიან.