"თუ რექტორს დირექტივების არ ეშინია, ლექციები ტარდება, თუ არა და აღარ უყურებენ სტუდენტებს რა უნდათ"

მამა თეოდორე გიგნაძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ლექციების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც მამა თეოდორემ „პირWელს“ განუცხადა, ილიაუნის სტუდენტებთან მისი შეხვედრა ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. 

„ილიაუნიში ერთი ლექცია 2-3 წლის წინ ჩატარდა, მაშინ თევზაძე იყო რექტორი. თემა იყო „თავისუფლება“. მაშინ 2000-მა სტუდენტმა მოაწერა ხელი და ეს შეხვედრა მოითხოვეს.  ის ჩატარდა და ახლა  შეხვედრების ციკლი უნდა ყოფილიყო. ლექცია ამ კვირაში ან იქითა კვირას უნდა ყოფილიყო - ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში. შეხვედრებს პერმანენტული ხასათი უნდა ჰქონოდა მინიმუმ ერთი წელი მაინც. მერე არ ვიცი რა იყო უარის მიზეზი. ყოველ შემთხვევაში როგორც მე ვიცი ამბობენ, რომ ზოგადად უნივერსიტეტში რელიგიური შეხვედრები არ უნდა იყოსო. თუმცა ვიმეორებ, იქ არ იყო ღვთისმსახურება ან ქადაგება. ეს იყო საგანმანათლებლო სახის შეხვედრები. ამიტომ რექტორის მოტივაცია გაუგებარია. არც არაფერი აუხსნიათ. ერთადერთი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არ სურთ  მართლმადიდებლობა დადებით კონტექსტში ჩანდეს. სურთ მართლმადიდებლობა უარყოფით კონტექსტში იყოს წარმოჩენილი. მე ვფიქრობ, მიზეზი ეს არის“, - განაცხადა მან.

მამა თეოდორეს თქმით, მას ილიაუნის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ აქვს და არც რაიმეს გარკვევას შეეცადა.

„ჩემი ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტში ტარდება, მაგალითად სეუ-ში მივდივარ ახლა, იქ მაქვს

ლექცია, ხვალ - რუსთავში. ამას წინათ ქუთაისის უნივერსიტეტში მქონდა დიდი შეხვედრა.  როდესაც ასეთი ლექციები ტარდება, მე ადმინისტრაციასთან კავშირი არ მაქვს. მე კი არ ვითხოვ შეხვედრის ჩატარებას, სტუდენტები ითხოვენ. ისინი ათანხმებენ სასწავლებლის ადმინისტრაციასთან და მერე მიწვევენ, მივდივარ დარბაზში ვატარებ ლექციას და მოვდივარ. მე ადმინისტრაციასთან შეხება არ მაქვს, რადგან ამ შეხვედრას

მე არ ვითხოვ, სტუდენტები ითხოვენ. ამიტომ არ მქონია ილიაუნის ადმინისტრაციასთან არანაირი შეხება.  ახლაც არ ვაპირებ მიზეზი გავარკვიო.  იმ შემთხვევაში დავაპირებდი თუ შეხვედრა ჩემი ინიციატივით იქნებოდა. მღვდელი ხომ არ დაიწყებს გარკვევას, რატომ არ მომისმინეთ. ხალხს უნდა მივდივარ, არ უნდათ არ მივდივარ. ესეც გამიკვირდა, რომ ამბავი ატყდა, ეტყობა სტუდენტებმა არ დაიხიეს უკან, თორემ ესეც ისევე ჩუმად ჩაივლიდა, როგორც თსუ-ში. პაპავამ ჯერ ჩაგვატარებინა, მერე ამავე მოტივაციით უარი თქვა. მანამდე 4 წელი იყო თსუ-ში ასეთი შეხვედრები. ბოლოს სადღაც ერთი წლის წინ იყო. მაშინ ეს არ გახმაურებულა. პაპავა მოგეხსენებათ, ახალი რექტორია, მანაც ზუსტად იგივე მოტივაციით შეწყვიტა ეს შეხვედრები, რომ უნივერსიტეტში რელიგიური ტიპის შეხვედრები არ უნდა იყოს. რაც უნდა უცნაური იყოს, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ეკლესიას უფრო ხისტად ებრძოდნენ, ეს საგანმანათლებლო შეხვედრები მთელი 4-5 წელი გრძელდებოდა, მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზი გადატენილი იყო და ახლა ამ ახალმა ლექტორმა პაპავამ აკრძალა. არ ვიცი რისი ეშინიათ. აშკარაა, შიში აქვთ ხოლმე, რომ რელიგიური შეხვედრები არ შეიძლება“, - აღნიშნა მან.

მამა თეოდორე გიგნაძე აღნიშნული გადაწყვეტილებების სავარაუდო დირექტივებთან კავშირზეც საუბრობს.

„არ ვიცი ამ დირექტივებს ვისგან იღებენ. თუ რექტორს რაღაც დირექტივების არ ეშინია, ლექციები ტარდება, თუ არა და აღარ უყურებენ სტუდენტებს უნდათ არ უნდათ. ან რატომ უნდა წავიდეს ადმინისტრაცია იმ შეხვედრის წინააღმდეგი, რომელიც უამრავ ადამიანს უნდა. რატომ უნდა წავიდეს ამდენი სტუდენტის სურვილის წინააღმდეგ ადმინისტრაცია, რაში სჭირდებათ ეს ხმაური? სინამდვილეში ეს ხომ მართლაც არ არის კონფესიური ხასიათის შეხვედრები. ეს ხომ საგანმანათლებლოა. ძალიან კარგად იციან, ჩანაწერებიც არსებობს და ინტერნეტში დევს. მოისმენენ, ნახავენ და მიხვდებიან, რომ კონფესიური არ არის. ესე იგი ეს არის რაღაც დირექტივა, შეიძლება პიროვნულადაც არ არიან კარგად განწყობილნი მართლმადიდებლობისადმი, მაგრამ ეს აშკარად დირექტივაა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში მამა თეოდორეს ლექციების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გაგნიძემ გაავრცელა. პროფესორის  განცხადებით, ილიაუნის დირექცია მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ლექციების ჩატარებას კრძალავს. ,,დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ლექციას პირველად 500 სტუდენტი მაინც დაესწრო, ამის მერე რექტორმა განაცხადა, რომ ამას მასობრივი სახე არ უნდა ჰქონდესო, რადგან უნივერსიტეტი ის სივრცეა, რაზეც არანაირი რელიგიური და პარტიული გავლენა არ უნდა ხდებოდეს და ამისთვის არასაუნივერსიტეტო სივრცე აირჩიეთო. მე ის გამიკვირდა, იმ ერთ ლექციასაც რომ დასთანხმდნენ.ზედანიას, ეტყობა, შენიშვნა მისცეს, ეგ ხომ მთლიანად იზიარებს თევზაძის აზრებს, სხვანაირად ვერეღირსებოდა მაგ ადგილს“, - განუცხადა გაგნიძემ „ალიას“.