ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდეს

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდეს

მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად ხდება მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში.

მისივე თქმით, დღეს რეალური შანსია, რომ აფხაზ ხალხთან მოხდეს ისე დაახლოება, როგორც არასდროს.

"ჩვენ ვიხილავთ, თუ რა მძიმედ მიმდინარეობს ეს პროცესები, რამდენად რთული და სენსიტიურია ეს ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს იმის, რომ აფხაზ ხალხს უფრო დავუახლოვდეთ ისე, როგორც არასდროს. ეს აფხაზებმაც ძალიან კარგად იციან. ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა მათ შორის თვითონ მათშიც, რომ შესაძლებელია ეთნიკურად აფხაზი ხალხი უახლოეს მომავალში საერთოდ გაქრეს. მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.