ექსპრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ოპერატორმა მთავარი პროკურატურა დატოვა

ექსპრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ოპერატორმა მთავარი პროკურატურა დატოვა

თამაზ შავშიშვილის დაკითხვა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვიდან გამოსულმა შავშიშვილმა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ოპერატორის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, გამოძიებას აინტერესებდა 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული შეხვედრების, მისი მიმართვების ამსახველი ვიდეო მასალების არქივის ბედი.

ამასთან, როგორც კახიძე აცხადებს, კონკრეტული კითხვა კონკრეტული საკითხის მიმართ არ დასმულა.

„გამომძიებელს აინტერესებდა 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული შეხვედრების, მისი მიმართვების ამსახველი ვიდეომასალების არქივის ბედი. ამ შემთხვევაში დასაკითხი პირი ახორციელებდა მხოლოდ ვიდეო გადაღებას და მის უფლება-მოვალეობაში არ შედიოდა არქივის შედგენა. მასალები გადაეცემოდა ტელევიზიებს. რაიმე კონკრეტული კითხვა, კონკრეტული საკითხის თაობაზე, დაკითხვის მიმდინარეობისას არ დასმულა“, - განაცხადა კახიძემ.