საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია. ჯერ უცნობია, როდის და ვის კანდიდატურებს წარადგენს თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები 5 ნოემბერს, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გაათავისუფლა.
ირაკლი ალასანიას ხუთი მოადგილე ჰყავდა - ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.