"ნაციონალურ მოძრაობას" ჭიკაიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

„ ნაციონალური მოძრობას“ შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს . ამის შესახებ განცხადება „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილა გააკეთა. დეპუტატის განცხადებით შს მინისტრი საჯარო ინფორმაციას შესახებ კანონს არღვევს და განმარტავს, რომ კანონმდებლობით მინისტრი ვალდებულია სადეპუტატო შეკითხვებს უპასუხოს.

„ნაციონალურიმა მოძრაობამ „ მოამზადა სარჩელი, ხვალ შევიტანთ სრჩელს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ. კანონმდებლობით მინისტრი ვალდებულა სადეპუტატო შეკითხვებს უპასუხოს და ჩვენ არაერთი ასეთი კითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩვენ გვაინტერესებდა მიგვეღო ინფორმაცია ხელფასების დანამატების და პრემიების შესახებ შს სამინისტროში, მაგრამ არაერთი წერილის მიუხედავად ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ ამის შემდეგ გზა არის, რომ პარტიამ იჩივლოს უკვე სასამართლოში, ამოტომ ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ სარჩელი მომზადებული გვაქვს და ჩვენ ამ სარჩელს შევიტანთ სხვანაირად საჯარო ინფორმაციას შესახებ კანონი ირღვევა . ვთვლით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელფასების პრემიების და დანამატების გაცემასთან დაკავშირებით , მიუხედევად იმისა რომ მინისტრმა არ გამოგვიგზავნა ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები, რომლებიც ინფორმაციას გვაწვდიან. მინდა გავასაჯაროო შს მინისტრის მოადგილის ხელფასები „ გიორგი ზედალაშვილი, და მისი ხელფასები ასეთ : 2013 წელე

აპრილი 7775 ლარი, მაისი 7775, ივნისი. 7775, ივლისი 7775, აგვისტო. 9025, სექტემბერი - 9025, ოქტომბერი- 9025, ნოემბერი- 9025, დეკემბერი- 17 330, 2014 წელი : იანვარი - 21 178, თებერვალი- 14 829, მარტი. 14829, აპრილი 14 829, მაისი 36 763, ივნისი 12 157, ივლისი 12 160, აგვისტო 12 160, სექტემბერი 12 160

რადგან ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ზედელაშვილის ხელფასთან დაკავშრებით შესაძლოა ასეთივე შემოსავლები ჰქონდეთ მინისტრის სხვა მოადგილეებს და დეპარტამეტის ხელმღვანელებს და აუცილებლად ვთვლით, რომ რომ ეს ხელფასები და პრემიები იყოს საჯარო და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამის თაობაზე. ამასთან ერთი წლის განმვალობაში ყოველ კვირა მივმართავთ თხოვნით მინისტრს, რომ მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და ვიღებთ პასუხს, რომ მას ამ კვირაში არ სცალია, ახლაც გაგზავნილი გვაქვს ასეთი წერილი და ახლა კიდევ ერხელ საჯაროდ მოვუწოდებ მინისტრს, რომ ამ კვირაში მაინც გამონახოს დრო და მოვიდეს უმცირესობის შეკრებაზე, რადგან მისი მიმართულებით არის ძალიან ბევრი კითხვები დაგროვილი და ჩვენ გვინდა ამ კითხვების დასმა “,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა