როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, ე.წ. ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის იგეგმება, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულია.
„ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ყველა ე.წ. დოკუმენტი არის არალეგიტიმური. საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული, ამიტომ ამ არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა იზორიამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება მიუღებელია და საქართველო ამის წინააღმდეგია.