ვლადიმერ პუტინი:    ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, რადგან მართალები ვართ

ვლადიმერ პუტინი: ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, რადგან მართალები ვართ

ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, რადგან მართალები ვართ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "იტარ-ტასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც რუსი ადამიანი გრძნობს, რომ მართალია, ის შეუჩერებელია და ამას გულწრფელად ვამბობ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სტრატეგიული იყო. მისივე თქმით, ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც იცის, რომ სასურველი შედეგები მოჰყვება.

როგორც ვლადიმერ პუტინმა "იტარ-ტასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს კი არ უნდა გაეჯიბროს, არამედ მშვიდად უნდა მიუყვეს საკუთარი დღის წესრიგის შესრულებას.

"დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკრაინაში რუსული ინტერესებია, მაგრამ უარს გვეუბნებიან მათ დაცვაზე. როდესაც რუსეთი იწყებს ამის შესახებ საუბარს, ხალხისა და საკუთარი ინტერესების დაცვას, ის მაშინვე ცუდი ხდება. ფიქრობთ, რომ საქმე აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმშია? სულაც არა! ეს საკითხი რომ არა, სხვა მიზეზს იპოვიდნენ. ასე იყო ყოველთვის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას და ახალი ღობეების აღმართვას.

"ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა დამღუპველი იქნება რკინის ფარდა ჩვენთვის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.