თბილისი – სამაშაბათს გამართულ სხდომაზე, საქართველოს სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებას მისი მილიარდერი ოპონენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე. ამან ხელი შეუშალა ბიზნესმენის იმ გეგმას, რომლის თანახმადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის მმართველ პარტიას მეტოქეობას გაუწევდა.
ბიძინა ივანიშვილი, ერთ დროს კარჩაკეტილი ბიზნესმენი იყო. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის მონაცემების მიხედვით 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა და ოქტომბერში პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.
სააკაშვილის პროდასავლურმა მთავრობამ ივანიშვილი კრემლის აგენტობაში დაადანაშაულა, კრემლისა, რომელმაც 2008 წლის ომის დროს საქართველო დაამცირა.
ივანიშვილმა ეს ბრალდება უარჰყო, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა უნდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გამოსცა განაკარგულება ივანიშვილის საქართველოს მოქალაეობის „ავტომატურად გაუმების“ შესახებ, რადგან ბიზნესმენმა საფრანგეთის პასპორტი მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მას ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალა.
თბილისი საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ მხარი დაუჭირა სააკაშვილის განკარგულებას ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, განაცხადა პრეს-სპიკერმა. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
თავდაპირველად, მილიარდერს საქართველოს პასპორტი 2004 წელს, მისი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პრეზიდენტის განკარგულების თანახმად მიეცა.
ბიზნესმენს ასევე რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, მაგრამ მასზე უარი განაცხდა. საქართველო მრავალი ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას არ იძლევა.
საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში ივანიშვილის ბანკის შემოწმება დაიწყო. პოლიციამ მილიონობით დოლარი ამოიღო ბანკის ხაზინიდან ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე.
სამაშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც ივანიშვილის ცოლის მოქალაქეობა ჩამოერთვა, არაკანონიერი იყო.
Reuters
foreignpress.ge
766
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85