ეკა სეფაშვილი: გერმანიის ელჩი, რომელსაც უნდა ეჭიროს ნეიტრალური პოზიცია და არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, აქტიურად ერევა შიდა პროცესებში

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ელჩი, რომელსაც უნდა ეჭიროს ნეიტრალური პოზიცია და არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, აქტიურად ერევა შიდა პროცესებში

პარტია ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობებში ნეგატიურ როლს თამაშობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ეკა სეფაშვილის განმარტებით, პეტერ ფიშერი, რომელსაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს, ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და შესაბამისად, მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდის გერმანიის ცენტრალურ ხელისუფლებას.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს კეთილმეგობრული სულისკვეთებით იმიტომ, რომ გერმანიას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და ახლაც აკეთებს. თუმცა, ამ პროცესში (ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში) ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობს მისი ოფიციალური წარმომადგენელი - ელჩი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდის გერმანიის ცენტრალურ ხელისუფლებას და სწორედ ამით არის განპირობებული მათი ასეთი ტიპის განცხადება. ელჩი, რომელიც საქართველოშია, რომელსაც უნდა ეჭიროს ნეიტრალური პოზიცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში, აქტიურად ერევა შიდა პროცესებში, საბოტაჟის, ექსტრემიზმის, ცრუ ნარატივისა და დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში. ეს არის დაუშვებელი და არ შეეფერება ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების ისტორიას,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.