რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ

რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის მიერ ლიბერალურ პარტიებთან – რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციის შეკვრა, ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელსაც დროულად უნდა გაეცეს ნათელი პასუხი თავად ამ კოალიციის მონაწილე პარტიათა მიერ.

პირველ ყოვლისა, პასუხგასაცემია შეკითხვა – დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც ივანიშვილის კოალიცია ასე მკვეთრად უპირისპირდება, განა ქართველ ლიბერალთა „შემოქმედების“ ნაყოფი არ არის? ვერავინ უარყოფს, რომ „ვარდების რევოლუცია“ სწორედ მაშინდელ, „ძველ“  ლიბერალთა მიერ მომზადდა და განხორციელდა.

საკითხავია: ივანიშვილის ახალი ლიბერალური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში  შენარჩუნდება თუ არა „ვარდების რევოლუციის“ პარადიგმა? გაგრძელდება თუ არა 2003 წელს ქართველ ხალხზე დადგმული ექსპერიმენტი?

რესპუბლიკელები დღესაც თავგამოდებული „ვარდოსნები“ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ე.წ. რევოლუციის ერთადერთ შედეგს – სააკაშვილის რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებენ. რევოლუციისადმი დამოკიდებულებაში კარგად ჩანს მათი (და მათთან ერთად ბევრი ქართველისაც) ერთგვარი არათანმიმდევრულობა და დაბნეულობა. მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა „რევოლუციურ იდეალებს“ უღალატეს. მეორეს მხრივ, საქმე სწორედ პირიქითაა: რესპუბლიკელები რევოლუციონერ–ხელისუფალთაგან გარიყული ოპორტუნისტები არიან.

არც ის არ არის საკამათო, რომ სააკაშვილის მომხრეები საკუთარ თავს  „ნამდვილ ლიბერალებად“ მოიაზრებენ და მათი გაგებით ქვეყნის „მოდერნიზაციისათვის“ ათასი ჯურის „მოღალატეს“, „ოპორტუნისტსა“, ხოლო საბოლოო ჯამში, მთლიანად ლიბერალიზმის უარმყოფ და ამდენად, „ბნელ“ ქართველ საზოგადოებას ებრძვიან. ამისათვის მათ კახა კაციტაძემ „ბნელეთთან მებრძოლების“ მქუხარე ტიტულიც ღირსეულად მიაკუთვნა.

რა გამოდის? ერთი შეხედვით – დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის სხვადასხვა ყაიდის ლიბერალთა შორის „შიდა“ კონფლიქტი ყოფილა? ეს ორივე ბანაკი  ერთმანეთს ცრუ ლიბერალიზმში სდებს ბრალს. ზუსტად ისე, როგორც მე–20 საუკუნის დასაწყისში მაშინდელი „პროგრესული“ იდეოლოგიის – მარქსიზმის მომხრეები, ბოლშევიკ–მენშევიკები ებრძოდნენ ერთმანეთს „ჭეშმარიტი“ სოციალიზმისათვის. დღეს, 21–ე საუკუნის დასაწყისში, ქართული „პროგრესისათვის“ დაპირისპირება ამჯერად „ჭეშმარიტი“ ლიბერალიზმის გამარჯვებით უნდა დასრულდეს?

ლიბერასტული პროექტი –კორპორაცია „საქართველო“

ხელისუფლების მომხრე ქართველ ლიბერალებს „მოფერებით“ ხალხი ლიბერასტებს უწოდებს. თავიდან მათ ეს სახელი  ტრადიციულ ღირებულებებთან ვითომცდა უმცირესობების („დაჩაგრულ“ უმცირესობათა შორის პედერასტებიც ნამდვილად არიან, აქედან არის ნაწარომები ეს ნეოლოგიზმი. ლიბერასტი ე.ი. – ლიბერალი+პედარასტი) უფლებებისათვის „ბრძოლის“ გამო დაიმსახურეს. შემდგომში ეს სახელი განსაკუთრებული შეუვალობის, ქედმაღლობის, უმცირესობათა სახელით უმრავლესობის შეუწყნარებლობის და დათრგუნვის აღმნიშვნელ ეპითეტად იქცა. მართლაც, ხელისუფლებაში მოსულ ლიბერალთა სრულიად ანტი–ლიბერალური, იაკობინურ–სექტანტური სიხისტე, განსხვავებული აზრის არამც თუ უპატივცემულობა, არამედ ოპონენტების დაშინება, დათრგუნვა და დევნა, მათი თვალსაჩინო და უმთავრესი თვისებაა. უმცირესობათა დამცველებიდან პოსტრევოლუციურ პერიოდში ლიბერასტები თავად იქცნენ ისეთ გაბატონებულ უმცირესობად, რომელთაგან თავდაცვა უმრავლესობას ძალიან გვიჭირს.

ყველამ იცის, რომ ზოგადად ლიბერალიზმი პიროვნების თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და პროგრესისადმი რწმენას ქადაგებს. “Laissez-faire”, თავისუფალი ბაზარი -სწორედ ეს არის ლიბერალების ბიბლია. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, საზოგადოების „გათავისუფლების“ და პროგრესის  მიღწევის თაობაზე თავიანთი სქემატური იდეების გამო, მერყევ ლიბერალებს, არც თუ იშვიათად, უწევთ ადამიანის უფლებების „პროგრესისათვის“ მსხვერპლად შეწირვა – ამ დროს მათთვის მთავარი ხდება არა ადამიანი და ორგანული საზოგადოება, არამედ „პროგრესის“ შესახებ საკუთარი დოგმატური შეხედულებები და დაუნდობელი ბრძოლა მათ დასამკვიდრებლად.

ამ ტრადიციული ლიბერალური დაბნეულობის ქართული ვარიანტი, ანუ ლიბერასტობის  „იდეოლოგიური“ არსი „ვარდების რევოლუციისა“ და მისი ლოგიკური შედეგის – დღევანდელი უხამსად ავტოკრატიული რეჟიმის გამართლებაში მდგომარეობს.

შემდგომში „ვარდების რევოლუციად“ წოდებული ანტიქართული შეთქმულების იდეოლოგიური მომზადება ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყეს ლიბერასტებმა. ამ ყველაფერს გააჩნდა  საერთაშორისო კონტექსტი, პირველ ყოვლისა – აშშ–ში ნეოკონების (ამერიკელი კონსერვატორები მემარჯვენე ლიბერალები, “Laissez-faire”–სთვის თავგამოდებული მებრძოლნი არიან) მოსვლა ხელისუფლებაში და მსოფლიო „ბნელეთის“ წინააღმდეგ ახალი „ჯვაროსნული“ ლაშქრობის მომზადება.

იმ პერიოდში, როცა 11 სექტემბრამდე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია, ქვეყნდება საქართველოში ლიბერასტული იდეოლოგიის ერთ–ერთი იმპორტიორის – ფარიდ ზაქარიას საკმაოდ გახმაურებული სტატია: „ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება“. ამ სტატიაში ეს ნეო–ლიბერალი (თუ გნებავთ, იგულისხმეთ – ამერიკელი ნეო–კონსერვატორი) ავტორი პირდაპირ სვამს შეკითხვას: „იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი ქცევის და ცხოვრების კოორდინირება, რა უნდა მივიღოთ ძირითად  პრინციპად – ლიბერალიზმი თუ დემოკრატია?“ ამ შეკითხვას იგი თავადვე ასე პასუხობს: „საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას“ ცხადია, აქ სტაბილურ ავტოკრატიაში ავტორი „Laissez-faire”–ს დამამკვიდრებელ რეჟიმს“ გულისხმობს და არა, ვთქვათ, სადამ ჰუსეინის ანტილიბერალურ ავტორიტარიზმს.

თავისთავად ეს შეკითხვა,  ერთი შეხედვითაც, ლიბერალთა იდეოლოგიური დაბნეულობის შედეგია. სწორედ დაბნეული ნეო–ლიბერალიზმის წიაღში დაისვა კლასიკური ლიბერალიზმისათვის წარმოუდგენელი, თითქოსდა აბსურდული დილება – დემოკრატია თუ ლიბერალიზმი?

საქმე იმაშია, რომ პოსტსაბჭოურ, ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმებში დემოკრატია და მისი საფუძველი – თავისუფალი არჩევნები, არ ქმნის ლიბერალურ ღირებულებათა, უპირველესად კი “Laissez-faire”–ს, საბაზრო ეკონომიკის თამაშის წესების (რომელშიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული დასავლური ლიბერალიზმი) დამკვიდრების გარანტიას. დიდი შანსია, რომ ლიბერალური ტრადიციების არმქონე საზოგადოებამ არჩევნებში სხვა ღირებულებების და ორიენტაციის მქონე (მაგ. სოციალისტებს ანდა კომუნისტებს, ტრადიციონალისტებს ანდა სულაც ნაციონალისტ–ფაშისტებსაც კი) პოლიტიკურ ძალებს დაუჭიროს მხარი. ანდა, რაც, მაგალითად, საქართველოსათვის უფრო მოსალოდნელია – არასტაბილური, კორუმპირებული, სისტემა მივიღოთ. ამიტომ, ფარიდ ზაქარიას აზრით, დასავლეთი უნდა ეცადოს, თუ საჭიროა დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზეც, ლიბერალიზმის გავრცელებას შეუწყოს ხელი, ე.ი. თუნდაც „ავტორიტარული ლიბერალიზმი“  გააბატონოს.

კლასიკური ლიბერალიზმის თვალსაზრისით ასეთი პარადოქსული სიტყავათწყობა –„ავტორიტარული ლიბერალიზმი“ – სრული უაზრობაა. მართლაც, ლიბერალიზმი ხომ პირველ ყოვლისა, თავისუფლების მოძღვრებაა და როგორ შეიძლება იგი ავტორიტარიზმს შეეგუოს? მაგრამ, რა სისულელეს არ გამოიგონებს პოსტსაბჭოური ვაკხანალიის შემყურე „ეკონომიკური თავისუფლებისა“ და „პროგრესის“ მისაღწევად დამაშვრალი, დაბნეული და მაინც „ბნელეთზე“ გამარჯვების ჟინით შეპყრობილი ლიბერალი?!

სწორედ ეს აბსურდი, როგორიცაა „ავტორიტარული ლიბერალიზმი“, იქცა  ქართველი ლიბერასტების ახალ წმინდა ბიბლიად. ეს ბიბლია, ფარიდ ზაქარიას „სულთმოფენით“ აღფრთოვანებულ–შთაგონებულმა, ლიბერასტების „დიადმა განმანათლებელმა“ – ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  იგი უნდა მივიჩნიოთ ლიბერასტების პირველ წინასწარმეტყველად, მათი ახალი მცნების „კანონიკური ტექსტის“ ავტორად. ლიბერასტული „აღთქმა“, მათი მესიის – რევოლუციონერი  მიშას გამოცხადებამდე, ჯერ კიდევ 2000 წელს გია ნოდიას (ლიბერასტთა ერთ–ერთი მთავარი გურუ) ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში დაბეჭდილი ჭიაბერაშვილის სტატიაა  (იხ. „დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში“  #6. 2000წ.).  ამ სტატიას, შინაარსიდან გამომდინარე, ცინიკურად მჟღერი, მაცდური ლოზუნგის მქონე სათაური აქვს – „წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ!“ აი, რამოდენიმე „წმინდა მცნება“ ქართველი ლიბერასტების ამ ბიბლიიდან:

„თუ არჩევნებს მართლაც დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაატარებ, შესაძლოა ხელისუფლებაში წინა მთავრობაზე ნაკლები ლიბერალები ან სულაც ანტილიბერალები მოვიდნენ“. განა ქართველი საზოგადოების მასხრად აგდება არ არის, რომ ამ სიტყვების ავტორი გახლდათ უცხოური გრანტებით კარგად ნაპატივები, არასამთავრობო ორგანიზაციის –„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე? ხოლო მოგვიანებით, სწორედ ამ მცნების –„ლიბერალო, არა გაცდუნოს შენ სამართლიანმა არჩევნებმა!“ – გამო, ყოველი შემთხვევისთვის, თავის გადასაზღვევად, მიანდეს ზურაბ ჭიაბერაშვილს გამარჯვებულმა „ვარდოსნებმა“ წინასწარ ისედაც პირწმინდად  მოგებული არჩევნების ჩატარება და დანიშნეს იგი პოსტრევოლუციური  ცსკო–ს პირველ თავმჯდომარედ.

მთავარი ლიბერასტული  მცნება, მართლაც უბადლოდ გასაოცარია: „იმისთვის, რომ გლობალიზაციის პროცესს ფეხი ავუწყოთ და ლიბერალური ტრადიციების მქონე დემოკრატიები ჩვენი არაპროგნოზირებადობით არ დავაფრთხოთ, განვითარების რაღაც ეტაპები ან უნდა გამოვტოვოთ ან ხელოვნურად გავიაროთ. თუ ზაქარიას ლოგიკას გავყვებით, მათ, ვინც ერი სახელმწიფოდ (Nation-State) ჩამოყალიბების ეტაპი გამოტოვა, კეთილი ინებოს და ერი კორპორაციად (Nation-Corporution) გაფორმდეს.“

მაშასადამე, ლიბერასტები არა მხოლოდ დემოკრატიას, არამედ სახელმწიფოსაც უპირისპირდებიან. თურმე ჩამორჩენილი ქართველი ხალხისათვის, რომელმაც სახელმწიფოს შექმნა ვერ მოასწრო,  ჭეშმარიტი ლიბერალიზმი გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში არა სახელმწიფოს შექმნა, არამედ „ერი–კორპორაციის გაფორმება“ ყოფილა. ხოლო თუ ქართველი ხალხი ერი–სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად იზრუნებს, „არაპროგნოზირებადობით“ „ლიბერალური ტდადიციების მქონე“ დასავლელ გლობალისტებს დააფრთხობს, რითაც „პროგრესის“ მიღმა აღმოჩნდება.

გაიოლებულა საქმე – კორპორაციას, სახელმწიფოსაგან განსხვავებით არა აქვს კონსტიტუცია, არ არის საჭირო არც ხელისუფლებათა განაწილება, არც მათი ბალანსის დაცვა. რაც მთავარია, კორპორაციას არა ჰყავს მოქალაქეები და არ გააჩნია არც სამოქალაქო, ეროვნული ინსტიტუტები. არ არის ზედმეტად თავი სამტვრევი არც მოქალაქის უფლებების დასაცავად. კორპორაციას შეადგენენ დამფუძნებლები და ოლიგარქიად გაერთიანებული წევრები, რომელთაც მხოლოდ მოგების მიღების მიზანი აქვთ და ამისთვის კი სტაბილური ავტოკრატია სჭირდებათ. როგორც ჭიაბერაშვილი „ბრძანებს“: „სტაბილური ავტოკრატია უნდა განვიხილოთ როგორც საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის ერი–კორპორაცია (?!) და არა როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი–სახელმწიფო. “რა საჭიროა ზრუნვა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ანდა თუნდაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე? მთავარია კორპორაციამ ხეირი ნახოს, „გლობალიზაციის პროცესს ფეხი აუწყოს“ და თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა.

აი, „ვარდების რევოლუციის“ გულწრფელად გაცხადებული მიზანიც – ლიბერასტული პროექტი - კორპორაცია „საქართველო“. ეს პროექტი ნიშნავდა: სუსტი, დავრდომილი, ე.წ. ჰიბრიდული, ნახევრად დემოკრატიული, არაპროგნოზირებადი შევარდნაძის რეჟიმის, რომელიც ვერც არსებული ოლიგარქიის მოგებას ვერ უზრუნველყოფს, ნაცვლად ამ ოლიგარქიის მიერ სტაბილური ავტოკრატიის დამყარებას.

როგორ? - სუსტი დემოკრატიისა და სახელმწიფოს საბოლოოდ დამხობის გზით!

რის ფასად? - ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი კეთილდღეობის და უსაფრთხოების ფასად!

ერი–კორპორაციის ამ ლიბერასტული პარადიგმით თითქმის ყველა კითხვაზე 2000 წელსავეა პასუხი გაცემული. გარდა ერთისა – ჯერ გაურკვეველია, თუ რა საშუალებებით უნდა მოხდეს ეს? მაგრამ ეს უკვე, ასე ვთქვათ, შემდგომი ტექნიქის საქმეა.

ლიბერასტული პროექტის „წარმოებაში ჩაშვება“–„ვარდების რევოლუცია“

მართლაც, რა საშუალებებით, რა ტექნიკის გამოყენებით უნდა მოხდეს კორპორაცია „საქართველოს“ შექმნა? ჭიაბერაშვილი ამ სტატიაში არაფერს ამბობს, მაგრამ ყველაფერი 2003 წელს დადგმული „ვარდების რევოლუციის“ სახით ყველამ კარგად ვიხილეთ: უცხოური გრანტების არნახული მობილიზებით ლიბერასტების სამსახურში ჩაყენებული სამოქალაქო სექტორის გააქტიურება, სატელევიზიო მასობრივი პროპაგანდით და „კმარას“ ხულიგნებით ხალხის დაბნევა, აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, დაბნეული ხალხის ქუჩაში გამოყვანა, მათი პარლამენტში შევარდნილ ბრბოდ ქცევა და ძალაუფლების ხელში ასაღებად  გამოყენება, ასევე  ამ ე.წ. რევოლუციის  საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც კაცმა არ იცის, რის ფასად იქნა მოპოვებული.

სწორედ „ვარდოსნებმა“, მათ მიერვე საბოტირებული, უაღრესად დასუსტებული სახელმწიფოს ფონზე, საარჩევნო სიების შეგნებული არევ–დარევით და სხვა წინასაარჩევნო, თუ საარჩევნო მანიპულაციებით შექმნეს არსებული ხელისუფლების მიერ არჩევნების მასიურად გაყალბების (განა გაყალბება მათივე – გოგორიშვილების, მაჭავარიანების მოგონილი არ არის?) სურათი, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ მეშვეობით მოახდინეს ამ სურათის უამრავი ქართველის ცნობიერებაში გაუგონარი ტირაჟირება, რაც მთავარია, მათ მოახდინეს თავიანთი კორუმპირებულობა და ოლიგარქიულობა შევარდნაძისათვის „შეეტენათ“.

შევარდნაძე, ეს საკუთარი და უფრო მეტად კი მათ მიერვე ჩადენილი ცოდვებით დამძიმებული, საპენსიოდ „გახაზირებული“ კაცი, რომელსაც ყოველგვარი რევოლუციის გარეშეც სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გასცლოდა ასპარეზს, „ვარდოსნებმა“ ნამდვილ საფრთხობელად აქციეს – არჩევნების გაყალბების გარდა, მთლიანად მასვე დაბრალდა: მასშტაბური კორუპცია, ტერიტორიების დაკარგვა, სუსტი სახელმწიფოებრიობა, ხალხის არნახული გაღატაკება, უშუქ–უგაზობა, უგზოობა, უპენსიობა, უხელფასობა და კიდევ მრავალი „უ“. ანუ ყველაფერი ის, რაც იმთავითვე, ამ ლიბერასტმა ოლიგარქებმა (შვარდნაძის მოქალაქეთა კავშირის „დიდმა ბოსებმა“), საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოგების მაქსიმალიზაციის მიზნით ჩაიდინეს.

შევარდნაძის გადადგომამ გზა გახსნა ერი–კორპორაციის „სუფთა ფურცელზე“ გასაფორმებლად. ამ კორპორაციის დამფუძნებლებმა ერთი დარტყმით დაანგრიეს არსებული პოლიტიკური სპექტრი და  ჩამოიცილეს ყველა პოტენციური კონკურენტიც კი, დაბნეული ქართველი ხალხისგან მიიღეს ჩადენილ უმძიმეს ცოდვათა სრული ინდულგენცია, მოახერხეს სახელმწიფო გადატრიალების დემოკრატიულ რევოლუციად გასაღება და ამით უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაცია. ლიბერასტებს მათ მიერვე ბოლომდე კომპრომეტირებული სახელმწიფო  წინ უკვე აღარ ეღობებოდათ.

რა იყო ეს, თუ არა ლიბერასტთა შეთქმულება ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ? ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ ქართველი ხალხი, როგორც საუკუნის წინ მარქსისტული ცრუ ბიბლიით, ამჯერად ლიბერასტული ცრუ აღთქმით  გააცუცურაკეს.

რედაქციისგან: პუბლიკაციის მეორე ნაწილს ხვალ შემოგთავაზებთ.