დავით ბაქრაძე - ეროვნული მოძრაობის იდეა

დავით ბაქრაძე - ეროვნული მოძრაობის იდეა "ნაციონალური მოძრაობის" სახელის შეცვლას არ ნიშნავს

ეროვნული მოძრაობის იდეა არც "ნაციონალური მოძრაობის" სახელის შეცვლაა და არც 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაბრუნება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა ერს, სახელმწიფოებრიობის კონკრეტულ ეტაპზე, აქვს კონკრეტული ამოცანები. ბაქრაძის განცხადებით, 90-იან წლებში ქართველი ერის მთავარი ამოცანა იყო გათავისუფლებულიყო იმპერიისგან და ყოფილიყო თავისუფალი.

"დღეს, ქართველი ერის ამოცანაა დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ერი და სახელმწიფო. ამიტომ, დღეს ჩვენი ეროვნული ამოცანა არის სწორედ ევროპულობისკენ მიმართული. ეს არ არის პარტიული ამოცანა. ჩვენი ამოცანაა ყველასთან ერთად, ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური გარემო შევქმნათ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი", - განაცხადა ბაქრაძემ.