სოზარ სუბარი: დამტკიცებული ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ ოთხმა წევრმა და ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი თარგამაძემ ხელი მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას

სოზარ სუბარი: დამტკიცებული ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ ოთხმა წევრმა და ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი თარგამაძემ ხელი მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას

ისინი [ნაციონალური მოძრაობა] ყოველ ჯერზე გადადიან შეტევაზე მათი მსხვერპლების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ, - განაცხადა გადაცემაში იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა კონკრეტული პირების განცხადებებს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ძალადობის ფაქტები დადასტურებელი არ არის და თუკი რაიმე სიმართლე წერია, ეს არა გადაცდომა, არამედ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი იყო და ასე უპირისპირდებოდნენ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს.

რა არ არის დადასტურებული ფაქტი, რომ სამი აჭარელი უდანაშაულო ახალგაზრდა დააპატიმრეს თბილისში და ქუჩაში დახვრიტეს? ძალის გადამეტება კი არ იყო ეს, უბრალოდ დააჩოქეს და დახვრიტეს. ამაზე არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები და სასამართლოში დადასტურებული მოწმეთა ჩვენებები და აღიარებები. თუ ამას არ ეთანხმებოდნენ, შეეძლოთ გაესაჩივრებინათ ეს ფაქტი სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ არ გაასაჩივრეს, რადგან ზუსტად ისე დამარცხდებოდნენ იქაც, როგორც დამარცხდნენ მაგალითად რუსთავი 2-ის საქმეზე, როგორც გამტყუნდა სააკაშვილი ვითომ თავის ავადმყოფობის საქმეზე. ზუსტად იგივე მოხდებოდა ამ საქმეზეც. ხშირ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ საქმეში იმასაც კი ვერ ამბობდნენ, რომ ბიჭებს რაიმე დანაშაულის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც, ისინი ამბობენ, თითქოს ადამიანებს ჩადენილი ჰქონდათ კონკრეტული დანაშაული, თუმცა იქაც იტყუებიან. რომც ჩაედინათ, ეს ამართლებს იმას, რომ ზღვაში გაიყვანო ადამიანი და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტო, მერე გამოაბა ბეტონის ფილა და ისე ჩაძირო ზღვაში? ამართლებს ეს იმას, რომ ადამიანი წაიყვანო ბათ

საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ საერთოდ სცილდება ყველანაირ ზღვარს და ყველანაირ წარმოდგენას სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ და ამ დანაშაულებში ჩართული იყო ის ორი ბანკირი - ხაზარაძე-ჯაფარიძე, მათი გვარები ყოველ მეორე საქმეში ტივტივდებოდა. ეს დამტკიცებული ფაქტებია უმრავლეს შემთხვევაში, ისევე როგორც დამტკიცებული ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოთხმა წევრმა და ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი თარგამაძემ ხელი მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომლითაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და უდანაშაულო ადამიანების დახოცვა“, - აღნიშნა სუბარმა.