"არსებობს თეორიული ალბათობა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უსმენენ ადამიანებს"

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით, "არსებობს თეორიული ალბათობა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უსმენენ ადამიანებს".

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

"ერთ-ერთ ინტერვიუში მე მართლაც განვმარტე, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ არსებობდა და კვლავაც არსებობს ე.წ. პორტაბელური მოსასმენი აპარატურა, რომლის საშუალებითაც თეორიულად არსებობს იმის ალბათობა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უსმენდნენ ამა თუ იმ ადამიანებს. სად არის ეს აპარატურა და ვის აქვს, სწორედ ამაზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ აპარატურას მივაგნებთ. ეს არის უკანონო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.