ღარიბაშვილის აზრით,

ღარიბაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია ისეთივე შეუძლებელია, როგორც ლენინის გაცოცხლება

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია ისეთივე შეუძლებელია, როგორც ლენინის გაცოცხლება.

როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" "ღია ეთერში" განაცხადა, დღევანდელი აქცია მისთვის აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არ იყო.

"ეს არის წაგებული, დამარცხებული და დისკრედიტირებული პარტია, რომელიც წარუმატებლად ცდილობს, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, მაგრამ ეს არის იმდენად შეუძლებელი, როგორც ლენინი რომ გააცოცხლოთ. გამორცხულია, უბრალოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსახლეობას აუხსნას, როგორი კარგი არის დემოკრატია, ევროპული ღირებულებები. მათ თურმე 9 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ არსებობს ევროპული ღირებულებები. რეალური დემოკრატია ჩვენ ვიხილეთ დღეს პოლიციის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.