ვანო მერაბიშვილი - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დაველოდოთ 4 წელს

ვანო მერაბიშვილი - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დაველოდოთ 4 წელს

მართლაც არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დაველოდოთ 4 წელს და არაფერი ვაკეთოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ხვდება, რომ თუ არ იქნება ხელისუფლებაზე ყოველდღიური ზეწოლა, ყოველდღიური კრიტიკა, "ის არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებს". მერაბიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლებისგან მხოლოდ ნეგატიური ინიციატივები მოდის და ეს არის - რა დაანგრიონ და რა შეაჩერონ.

მისივე თქმით, პირადად მან ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი რამ ისწავლა. "ოპოზიციაში ყოფნისას უფრო თვალსაჩინო გახდა, რისი გაკეთება ვერ მოვასწარით და რაზე სჯობდა აქცენტების გაკეთება. მთავარი პრობლემა, რაც ვერ მოვაგვარეთ და გვიან დავიწყეთ ფიქრი, ეს არის უმუშევრობა",-აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას 6 თვეში ამდენი კი არა, ამის მეათედი შეეკრიბოს. მერაბიშვილმა აქციის მონაწილეთა რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ადამიანების თვლა არ არის მთავარი".