არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ ოფისზე თავდასხმა მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ ოფისზე თავდასხმა მოხდა.

დღეს, 19 აპრილს დაახლოებით 21.30 წუთზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივ ინიციატივას“ ოფისზე მოხდა თავდასხმა. თავდასხმა უკავშირდება დღეს, ორგანიზაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ორგანიზაციის ყველა წევრი შეუერთდა 19 აპრილის აქციას, იმ იდეით, რომ იზიარებენ ევროპულ კურსს.

ოფისში შემოიჭრა ექვსი უცნობი პიროვნება, რომელთაც სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და დაემუქრა კოალიციის წევრებს. ერთ–ერთი მათგანი აფიქსირებდა, რომ იყო ყოფილი პატიმარი, რომელიც ამინისტიით გამოუშვეს და არ დაუშვებს ორგანიზავციის წევრების ოფისში მოსვლას და შექმნის სერიოზულ პრობლემებს. აღვნიშნავთ, რომ იმ მომენტისთვის ოფისში იმყოფებოდნენ მანდილოსნები და რამდენიმე სტუდენტი ბიჭი.

სიტუაციის განსამუხტად გამოძახებული იქნა საპატრულო სამსახური.