"რუსთაველის გამზირზე მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს""რუსთაველის გამზირზე მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. პოლიტიკური მიცვალებულების ხმა ისმოდა თბილისიდან, ჩვენ სხვა საქმით ვიყავით დაკავებული. მე არ მჯერა "ნაციონალური მოძრაობის" არც აღორძინების, ვერ ვხედავ ამას. მე სხვა რამეს ვხედავ, აქვთ პრობლემები პარტიაში, აქვთ ერთამენთთან დაპირისპირება და ვისი პარტიაა ბოლოსდაბოლოს ქარდავასი, ახალაიასი თუ მერაბიშვილის თუ სააკაშვილის, ვერ გავეკვიეთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, დაბრუნდნენ პარლამენტში და იმუშაონ ჩვეულებრივ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.