"სააკაშვილმა ვერ მოახერხა მთელი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო, ის იყო და დარჩა "ნაცმოძრაობის" პარტიულ ლიდერად"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა მთელი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო, ის იყო და დარჩა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ლიდერად".

ამის შესახებ ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"დღეს იყო პარტიული თავყრილობა და სააკაშვილი დარჩა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ლიდერად. იგი ასეთი იყო მთელი 9 წლის განმავლობაში და დარჩა ასეთად. მან ვერ შეძლო ამ 9 წლის განმავლობაში გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, ის დარჩა ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად, ამიტომ ის წარსულის ძალაა, წარსულის პოლიტიკოსია და ეს ხალხი საერთოდ წარსულში დარჩა", - წერს ბესელია.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის გამოსვლა აქციაზე კომიკური სანახაობა იყო.

"როგორ აძლევს თავს უფლებას ვანო მერაბიშვილი, რომ მოუწოდებდეს საზოგადოებას ევროპული ფასეულებების დასაცავად შეიკრიბონ იმ ადგილას, სადაც ის არბევდა აქციებს, ჩემთვის ეს არის შოუს შემცველი, კომიკური სანახაობა", - აღნიშნა ბესელიამ.