"ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს თუ არა ოპოზიციად გარდაქმნას, საეჭვოა"

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს თუ არა ოპოზიციად გარდაქმნას, საეჭვოა.

ამის შესახებ ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მახსენდება სხვა აპრილი და სხვა ხალხი... და ასი დღე წვიმაში და ქარბუქში გატარებული... და ათი ათასზე ნაკლები იშვიათად თუ ყოფილა... მაგრამ მარგინალებს და რადიკალებს გვეძახდნენ... და არც სახელმწიფო/პარტიული ბიუჯეტი გვეხმარებოდა ხალხის მოზიდვაში და არც "უპარტიო" პრეზიდენტი "გვიმშვენებდა" მხარს.... ნამდვილად დამთავრდა "ნაცსახელმწიფო". ესენი შეძლებენ თუ არა ოპოზიციად გარდაქმნას, საეჭვოა... იწყება საქართველოსთვის პოლიტიკური დამშვიდების და ქვეყანაზე ზრუნვის დრო", - აცხადებს ზურაბიშვილი.