"აქციაზე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ პრეზიდენტიც უნდა მოსულიყო"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "აქციაზე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ პრეზიდენტიც უნდა მოსულიყო".

ამის შესახებ ვაშაძემ "პირWელს" იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რატომ მოვიდა სააკაშვილი აქციაზე, როცა ეს დაანონსებული არ იყო.

"აქციაზე პრეზიდენტის მოსვლა არ გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ იმდენი ხალხი როცა მოვიდა, პრეზიდენტიც უნდა მოსულიყო", - განაცხადა ვაშაძემ.

თავის მხრივ, "პირWელთან" საუბრისას უმცირესობის წვერმა გიორგი კანდელაკმაც აღნიშნა, რომ აქციაზე სააკაშვილის მოსვლა დაანონსებული არ იყო და ეს მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.