ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს!

ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს!

ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს! - ეს სკანდალური ინფორმაცია გაზეთ „ქრონიკას“ პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა წევრმა მიაწოდა. ამ ინფორმაციის გაჟღერება იქნება პრევენცია, რომ არ ამუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების სცენარი და თუ მერაბიშვილის გეგმა ამუშავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ. რაზე აქვს გათვლა ივანე მერაბიშვილს? - პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებით ივანე და მისი რაზმი ორ კურდღელს იჭერს.

პირველი - მსოფლიო სასტიკად დაგმობს ახალ ხელისუფლებას და იტყვის, რომ მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება, ვერ დაიცვეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რასაც მოჰყვება სააკაშვილისთვის დაცვის შეზღუდვის თემის წინა პლანზე წამოწევა, ასევე დაიწყება ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა და ტერორისტული აქტის დამკვეთებად დასახელებისთვის მათ უამრავი ვარიაცია ექნებათ - რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინათ „კვერცხებით“ ჩამოკიდებით დაემუქრა.

„ნაცშპანა“ გაიხსენებს წინასაარჩევნო კამპანიას და იტყვის, აი, ხომ ვამბობდით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაციაო და შემოჰკრავენ განგაშის ზარებს. მეორე და მთავარ კურდღელს ივანე მერაბიშვილი დაიჭერს, თუკი მისი სცენარით დასრულდება პრეზიდენტზე ინსცენირებული ტერორისტული აქტი, რასაც რეალურად მოჰყვება ლეტალური შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ივანე მერაბიშვილი იშორებს მთავარ მოწმეს, დამკვეთს და ირეცხავს იმ ჭუჭყს, რასაც სააკაშვილთან ერთად სჩადიოდა ნაცელიტა. სააკაშვილი გარდაცვალების შემდეგ გახდება გმირი მსოფლიოს თვალში და ამ აქტით ივანე „გაღლეტილი“ გახდება რეინკარნირებული პარტიის ერთპიროვნული ლიდერი და ნაცებისთვის ახალი ერა დაიწყება.

უფრო კონკრეტულად, აი. რას უყვება „ქრონიკას“ წყარო რომელიც სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან იმ ას კაცთან ერთად გამოუშვეს, ვისაც პრეზიდენტი მერაბიშვილის კადრებად მოიაზრებდა: „ყველაფერი პრეზიდენტის  დაცვის შემცირებით და დაცვაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონის ჩამოჭრით დაიწყო. სააკაშვილი ძალიან გამწარდა, როცა გაიგო, რომ დაცვას უმცირებდნენ, კი ყვიროდა, დედაჩემის მანქანით ვივლიო, მაგრამ გამოსავალი მოძებნა და პიარაქციის მიზნით თავის ჰიბრიდულ „ლურჯას“ მოახტა და დაცვას უბრძანა, ნუ დამყვებით, საფრთხე სწორედ თქვენგან მელოდებაო! სააკაშვილის გამოვარდნა  ბავშვურ სიჯიუტედ ჩაითვალა, თუმცა ძაღლის თავი სხვა ხრიკებში იყო დამარხული.

ამას მოჰყვა სანაიას ეთერში მისი პოლიტიკიდან წასვლის დაანონსება, სინამდვილეში, როგორც სანდო წყარო გვიმხელს, ეს იყო შეთანხმებული თამაში მიშასა და ვანოს შორის. კერძოდ, ახალი ხელისუფლების დემორალიზაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლების მიზნით, იგეგმებოდა შემდეგი სცენარი: ვანო მერაბიშვილს  მიშასთვის უთქვამს, მყავს ბოევიკების ჯგუფი, მოდი მოვახდინოთ ტერაქტის ინსცენირება და ავაფეთქოთ შენი „ჰიბრიდული“ მანქანა, რომელიც, ცხადია, არ იყო დაჯავშნილი. ვანოს სცენარის მიხედვით, მიშა იჯდებოდა დაცვის მანქანაში. ვანო უმტკიცებდა პრეზიდენტს, შენ, ცხადია, გადარჩები, მსოფლიოში დიდ აჟიოტაჟს გამოვიწვევთ, პარტია წინ წამოიწევს, ეს ყველაფერი დაბრალდებათ რუსებს, ბიძინას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით, ეს ჩვენი გადარჩენის ბოლო შანსიაო. მიშას ეს სცენარი ჭკუაში დაუჯდა და ვანოს დათანხმდა, თუმცა მიშას უახლოესმა გარემოცვამ პრეზიდენტი გადაარწმუნა და არგუმენტირებულად დაულაგა, რომ რეალურად მერაბიშვილი მას წირავდა,“ - ამბობს „ქრონიკის“ წყარო.